რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ბუქარესტში, “ჰენრი კოანდას” საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

პრეზიდენტს “ჰენრი კოანდას” საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ.

რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს.

მისი თქმით, ამ ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს - ერთობლივ დეკლარაციას ,,საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

,,რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია.

ჩვენ 2019 წელს აღვნიშნეთ ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავი, ხოლო წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამეათე წლისთავს.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინელ კოლეგასთან, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქს, კოსტანცას“, - განაცხადა რუმინეთში საქართველოს ელჩმა.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა