სუბურბანული პროექტი შანკევანში — რას ქმნის კოლიერსი თბილისის მახლობლად

მიწები, წესები, კომუნა — ეს Suburban-ის იდეაა, ბრენდის, რომელიც, უძრავი ქონების გლობალურ საკონსულტაციო კომპანია Colliers-თან თანამშრომლობით, თბილისის შემოგარენში სრულიად ახლებურ საცხოვრებელ და სააგარაკე პროექტებს ახორციელებს.

მისი ერთ-ერთი პროექტი Suburban Shankevani-ა, რომელიც ურბანული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს დედაქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ბუნებასთან ახლოს უყრის თავს.

მიწა, სადაც გამორჩეული კონცეფციის საცხოვრებელი სივრცის შექმნა უკვე დაწყებულია, საგურამოში, შანკევანის ფერდზე მდებარეობს. პროექტი კი ჯანსაღი გარემოს, თვალწარმტაცი ხედებისა და მოწესრიგებული კომუნიკაციების სინთეზს წარმოადგენს. ესაა უბანი, სადაც ცხოვრების, დასვენებისა და სოციალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა ერთიანდება — ნაკვეთებთან ინტეგრირებულია სარეკრეაციო, სპორტული, სავაჭრო სივრცეები და რაც მთავარია, აქ ყველა სახის საკომუნიკაციო, საგზაო თუ საინჟინრო ინფრასტრუქტურა გამართულია.

პროექტს საკუთარი წესები აქვს — მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ, საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ სახლის დიზაინი, თუმცა იმისათვის, რომ უბანმა ერთიანი იერსახე შეინარჩუნოს, პროექტს გენერალური გეგმა აქვს. ამ წესებით, ღობის, სახურავის, შენობის ფასადის მახასიათებლები და სხვა არქიტექტურული დეტალები განისაზღვრება, შედეგად კი მიიღება ჰარმონიული უბანი, რომელსაც ერთიანი ვიზუალური სტილი აქვს და სადაც ცხოვრება ახალ, კომფორტულ გამოცდილებას ნიშნავს.

პროექტის მესამე და უმთავრესი ღირებულება კომუნაა, ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სოლიდარობასა და სოციალიზაციაზე და ვისთვისაც ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება პრიორიტეტულია.

Suburban-მა მსგავსი კონცეფციის პროექტი ლისის ტბის მიმდებარედაც დაიწყო. მანამდე კი მათთვის, ვინც ბუნებასთან სიახლოვეს, დაცულ სივრცეს და გამართულ ინფრასტრუქტურას ეძებს, Suburban და კოლიერსი ქმნიან პროექტს, სადაც სააგარაკე გარემო ურბანული ცხოვრების სტილს ერწყმის.

suburban.ge | +99577 308 989 | contact@suburban.ge

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო