კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც მან საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუმინეთი გმობს იმ აგრესიას, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა და ახლა უკრაინაში აგრძელებს.

„გუშინ რუსულმა რაკატებმა კიდევ ერთხელ დაარტყა ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში. მსგავსი თავდასხმები საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაგმონ, ეს არის დაუშვებელი. რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და გმობს ამ აგრესიას.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ გამოვთქვით მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად რუმინეთი გახლავთ მეორე, ყველაზე მსხვილი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლები, ექსპერტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ჩვენ სიტუაციის მუდმივ მონიტირინგს ვახორციელებეთ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში 2008 წლიდან.

ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. განგრძნობითი კონფლიქტები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება. მუდმივად ვცდილობთ, რომ დაზარალებულ რეგიონებს და მათ მოსახლეობას დავეხმაროთ. გარდა ამისა, ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას. ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან კარგი დისკუსიისთვის“,-განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა