გია ცაგარეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ამ ავაზაკებს "კუდით ქვა ასროლინა"?

2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა - აიარაღებდა ქართულ ჯარს, ეხმარებოდა ქართულ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო სახელმწიფოდ შემდგარიყო და არ ჩამოშლილიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ რატომღაც ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინათ.

„მაშინ არავის რატომღაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინათ. ივანიშვილი ოლიგარქი გახდა მას შემდეგ, რაც "კუდით ქვა ასროლინა" 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლებიდან ამ ავაზაკებს. ამის შემდეგ გახდა ივანიშვილი მათთვის ოლიგარქი?“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო