რებუსებით საუბარი და ყველა მხრისთვის მიმართვა უადგილოზე უფრო უარესია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
როგორც ბოკერია განმარტავს, ბევრად უფრო მკაფიო უნდა იყოს გზავნილი.
„ამ ვითარებაში რებუსებით საუბარი და ყველა მხრისთვის მიმართვა უადგილოზე უფრო უარესი რამ არის. ბევრად უფრო მკაფიო უნდა იყოს გზავნილი, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც ხედავს და ინფორმირებულია იმაზე, როგორ წირავს ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ პირად ინტერესებს, ფულსა და ძალაუფლებას ქვეყნის მომავალს. ეს არის გზავნილი, რაც ამ ვითარებას აღწერს“ , - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება.