ორიხივში დაბომბვას ელექტროქსელის თანამშრომლები ემსხვერპლნენ, რომლებიც დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე მუშაობდნენ

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიხივში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული განმეორებითი დაბომბვის შედეგად, რაიონული ელექტროქსელის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა. ისინი ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე მუშაობდნენ.

ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს.

„შემაშფოთებელი ამბები ქალაქ ორიხივიდან. რაიონული ელექტრო ქსელის ორი თანამშრომელი, დიმიტრი სტარიჩენკო და რომან მელნიკი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის დროს, მტრის მიერ განმეორებითი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მაქსიმ იურჩენკო და დიმიტრი რაბაჯიევი კი დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს სტარუხი.

ცნობისათვის, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებოთ 30%-ზე განახორციელა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში