მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამასაჟე ტექნოლოგიების შემსრულებელი, ანტონიო ჩერონე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში მასტერკლასს გამართავს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სხვადასხვა სახის სამასაჟე ტექნოლოგიების უბადლო შემსრულებელი, ანტონიო ჩერონე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში მასტერკლასს გამართავს.
მასტერკლასი თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 16:00 საათზე დაიწყება. ანტონიო ჩერონე საქართველოში თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისა და საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის ეგიდით ჩამოდის. ის მასტერკლასთან ერთად 2 სემინარს ჩაატარებს.
სემინარი 13 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება ლიმფოდრენაჟი და ანტიცელულიტური მასაჟის კომბინირებული ცეცხლოვანი ტექნიკები. მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეებს ქართულ - იტალიურ სერტიფიკატი გადაეცემათ.
ინფორმაციისთვის, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს: მინერალური, გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო მასაჟებს.
ცენტრი ფუნქციონირებს სამედიცინო მიმართულებითაც, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი უწევს მომსახურებას. დღეს, გოგირდის მინერალურ წყლებს აქვს უნიკალური გამაჯანსაღებელი, სამკურნალო და რეკრეაციული დანიშნულება, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტის შენობაშია თავმოყრილი და გაერთიანებული.
(R)

























