ლევან გოგიჩაიშვილი - უკრაინელები ივანიშვილს და მის გარემოცვას ამ კონფლიქტის შედეგად ხელის მოთბობას არ აპატიებენ, რადგან ამაში ძალიან დიდ ფულს შოულობენ

დღეს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს კლასიკური გაგებით, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა და პირდაპირ გეტყვით, ამას არავინ აპატიებს - უკრაინელები ივანიშვილს და მის გარემოცვას ამ კონფლიქტის შედეგად ხელის მოთბობას არ აპატიებენ, იმიტომ რომ ამაში ძალიან დიდ ფულს შოულობენ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია პოლიტიკაში ფულს არ ხარჯავს და ე.წ.შავი ბუღალტერია სხვა ადამიანებისგან კეთდება.

„ივანიშვილი ამ პოლიტიკაში დიდი ხანია თავის ფულს აღარ ხარჯავს. ამ ფულს სხვა ადამიანები ხარჯავენ. ეს სალარო, შავი ბუღალტერია სხვა ადამიანებისგან კეთდება. მერე უბრალოდ, ამას პარტია ანაწილებს. პარტია ფულს ანაწილებს არა მარტო ასეთ სიმახინჯეებში, არამედ ამით ხდება „ტროლების“ სპონსორობა, ამ სიძულვილის დასპონსორება, ამით ხდება ბევრი მედია საშუალებების შენახვა, რომლებსაც ათეულობით მილიონიანი ზარალი აქვთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს, გოგიჩაიშვილის თქმით, ისინი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. გოგიჩაიშვილის განცხადებით, ეს დეპუტატები პოლიტიკოსები არ არიან და „ხალხის ძალა“ განწირულია.

„ეს ჯგუფი არის განწირული. ამ ხალხმა თავისი თავი თვითონ ჩაიგდეს ამ მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკა გაიმარჯვებს. რუსეთი საქართველოში ალბათ, ვეღარ დაბრუნდება იმ ფორმით, რა ფორმითაც რუსეთს ამ ქვეყანაში დაბრუნება უნდა, როგორც არიან ჩეჩნეთში, დაღესტანში,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა