ანა ნაცვლიშვილი - საუბარი მიჭირს, იმდენად მძიმე სურათი დამხვდა გელათში - ეს პირდაპირი პასუხისმგებლობაა თეა წულუკიანის და იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, ერთ წელიწადში სიტუაცია მნიშვნელოვნად დამძიმდა და მომხდარზე, სრული პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ეკისრება.

ნაცვლიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანი ინფორმაციას მალავს და რეალურ მდგომარეობას არ ასაჯაროებს. მისივე თქმით, ტაძრის ირგვლივ მოვლენებზე დუმილი დანაშაულია, ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, „იუნესკოს" წერილობით მიმართავენ.

„მიჭირს საუბარი, იმდენად მძიმე სურათი დამხვდა გელათში, ბოლო ამოსვლის შემდეგ. კრიტიკულად არის დამძიმებული მდგომარეობა, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის და იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო. მალავს ინფორმაციას, არ ასაჯაროებს კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას, რომელმაც აჩვენა, რომ სამუშაოები არასწორადაა ჩატარებული. ფრესკები არის ჩამოშლილი, კვლავ ჟონავს წყალი. ამ დამალული ინფორმაციის გამო, ვკარგავთ ისტორიულ ძეგლს. ეს იქნება წულუკიანის, ამავე დროს ყველა დეპუტატის პასუხისმგებლობა ვინც დუმს. ერთი წლის წინ კულტურის კომიტეტმა აქ გამართა გასვლითი სხდომა, მე არაერთხელ მოვიკითხე, მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს თუ ასრულებდნენ, მაგრამ არაფერი კეთდება. ეს აღარ ჰგავს უმნიშვნელოვანეს კერას, ეს ჰგავს ქარხანას, რომელიცაა ხარაჩოებით და რკინებით სავსე. მივმართავ ყველას, პირველ რიგში "იუნესკოს" გავუგზავნი წერილს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა