ახალი მწვანე უბანი თბილისში, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც სრულყოფილად ცხოვრებისთვის გჭირდებათ

საცობები და გადატვირთული ტროტუარები, დაბინძურებული ჰაერი და მწვანე სივრცეების სიმცირე, ტრანსპორტისგან, სამშენებლო სამუშაოებისგან, რესტორნებისა და ბარებისგან გამოწვეული ხმაური დიდი და განვითარებული ქალაქების შემადგენელი ნაწილია. ეს ყველაფერი ეკონომიკის ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.
აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ მოთხოვნა გაიზარდა გამწვანებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ადამიანებს განტვირთვისა და დამშვიდების საშუალებას აძლევს. სამშენებლო-დეველოპერული სექტორიც ადვილად დაჰყვა მომხმარებლის მოთხოვნას და დაიწყო ისეთი კომპლექსების განვითარება, სადაც ჯანსაღ გარემოში მობინადრეები ხმაურს, დაბინძურებითა და გადატვირთული ქუჩებით გამოწვეულ დისკომფორტს წარსულს ჩააბარებენ.
ამგვარი პროექტები დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში უკვე აქტიურად ვითარდება. მათ შორის ყველაზე მასშტაბური თავისი ტერიტორიით, რეკრეაციული ზონითა და სერვისების მრავალფეროვნებით არის დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფის“ მრავალფუნქციური, თანამედროვე პროექტი „მონოლით გრინ სითი“ - ახალი უბანი ძველ თბილისში, რომელიც ორთაჭალა-კრწანისში 12 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს.

„მონოლით გრინ სითიში“ ცხოვრების უპირატესობები:
ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ბუნებასთან სიახლოვე
კომპლექსის კონცეფცია მოიაზრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რასთანაც ურბანული დასახლებისთვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი კომპონენტი ჰარმონიულადაა შერწყმული. მობინადრეს ხელმისაწვდომობა ექნება ყველა საჭირო სერვისსა და პროდუქტზე, ამავდროულად, იცხოვრებს 4000 კვ.მ ფართობზე მოწყობილი დენდროლოგიური ბაღის მიმდებარედ, სადაც იფანები, ნეკერჩხალ-ქორაფები, ესპანური სოჭი და იტალიური ფიჭვია გაშენებული.
ლანდშაფტის დიზაინერების მიერ შერჩეული ეს მწვანე ნარგავები ტერიტორიაზე უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის, მათით გარშემორტყმული სასეირნო ბილიკები კი ნებისმიერ სეზონზე დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლევა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებისა და განტვირთვის შესაძლებლობა
მაშინ, როცა დრო ასეთი მნიშვნელოვანია, გვსურს, მაღაზია, სილამაზის სალონი თუ სპორტდარბაზი სახლთან ახლოს გვქონდეს. „მონოლით გრინ სითი“ მობინადრეებს სწორედ ასეთ შესაძლებლობას სთავაზობს. თუ აქამდე ფიზიკური აქტივობის დაწყება, სარელაქსაციო პროცედურებით სარგებლობა დროის სიმცირის გამო აუსრულებელ სურვილად რჩებოდა, კომპლექსში გადასვლის შემდეგ ყველა მსგავსი სერვისი, მათ შორის სპორტული დარბაზი, სახლთან გექნებათ.
ამასთან ველობილიკები, სპორტული მოედნები და გასართობი სკვერები ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან დროის აქტიურად გატარების შესაძლებლობას მოგცემთ. აუზი და სპა კი დატვირთული დღეების შემდეგ ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. „მონოლით გრინ სითის“ დახმარებით საკუთარ თავსა და ოჯახზე ზრუნვა უფრო მარტივი ხდება.

უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის და მათზე მორგებული ინფრასტრუქტურა
დიდ და გადატვირთულ ქალაქში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოების საკითხი. საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სხვა სერვისებთან ერთად, მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, რაც მშობლებს უსაფრთხოების გარანტიასა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.
„მონოლით გრინ სითიში“ განთავსებული იქნება როგორც საბავშვო ბაღი, ისე სკოლა. გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს თავიანთი საცხოვრებლის ტერიტორიაზევე მოწყობილ სივრცეებში შეეძლებათ ითამაშონ ისე, რომ გადატვირთულ საავტომობილო გზაზე გადარბენის ან გარემოდან მომავალი სხვა საფრთხე არ დაემუქრებათ.
ყოველთვიური ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობა
„მონოლით ჯგუფი“ თითქმის 10 წელია, ქართულ ბაზარზე ოპერირებს და უკვე მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული, როგორც კომერციული მიზნით, ისე ეროვნული პასუხისმგებლობის ფარგლებში.
მისი მიზანია, მობინადრეებმა საცხოვრებლისგან იმაზე მეტი სარგებელი მიიღონ, ვიდრე უბრალოდ ბინის შეძენის შემთხვევაში ექნებოდათ. ამისათვის პროექტებში ითვალისწინებს უმცირეს დეტალებს, რომლებიც საბოლოოდ კომფორტულ, ჯანსაღ და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. მათ შორის არის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, რაც „მონოლით გრინ სითის“ მობინადრეებს კომუნალური გადასახადების 45%-მდე დაზოგვის საშუალებას მისცემს.
ამასთან, ყველა საჭირო ობიექტის სიახლოვეს ცხოვრება მათ დამატებით გადაადგილების ხარჯებს აარიდებს თავიდან.
სტრატეგიული ადგილმდებარეობა სამომავლო შემოსავლისთვის
„მონოლით გრინ სითი“ ტურისტული ობიექტებიდან - აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი მხოლოდ 1,5 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მის მიმართ უცხოელების ინტერესი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექსში უძრავი ქონების შეძენა გონივრული ინვესტიციაა.
დაბოლოს, საცხოვრებელი კომპლექსის მნიშვნელოვანი უპირატესობაა მობინადრეთა საზოგადოების შექმნა, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების ადამიანებს ერთმანეთის გაცნობის, მეგობრობის თუ პარტნიორობის შესაძლებლობა ექმნებათ, დღეს ხომ კონტაქტები უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.
(R)

























