ფოთის მერიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიანტები გამოავლინა

ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიანტი 31 ახალგაზრდა გახდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა - დაფინანსება გაიცემა წელიწადში 2-ჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრის შედეგების საფუძველზე.
უწყების ცნობით, პირველად, შემოდგომის სემეტრის სტიპენდიანტები 2022 წლის აპრილის თვეში გამოვლინდნენ.
„პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება. სტიპენდიანტებო, გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს“,- განაცხადა ფოთის მერმა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიპენდიანტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით.
ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია ქალაქის მერის ბექა ვაჭარაძის ინიციატივით დაწესდა. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/bdhzmmcd
























