ფოთში პროექტის „PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილოების გზით” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ფოთში შვეიცარიის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილოების გზით” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა შვეიცარიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი, გერმანული ორგანიზაცია Mesopartner –ის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების, ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების ანალიზის შედეგების შესახებ, ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინიციატივები პრიორიტეტული სექტორების: ტურიზმის, ლოჯისტიკისა და თევზის მრეწველობის მიმართულებით. შეხვედრაზე, მოქალაქეთა ჩართულობით გამოვლინდა მათთვის საინტერესო ინიციატივები, რომლის შესაბამისად დაიგეგმება განხორციელების პროცესი.

ფოთის მერიის განმარტებით, PACA- სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები, რომლის ფარგლებში გამოკითხულ იქნა ტურიზმის, ლოჯისტიკის, თევზის მრეწველობისა და დამხმარე ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელი.

„კვლევების შედეგად განისაზღვრა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ასპექტები, გამოიკვეთა კონკურენტული უპირატესობების ძლიერი და სუსტი მხარეები. სექტორების მიხედვით გამოვლინდა ინიციატივები, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ სამუშაო ჯგუფთან – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო