„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის და თანმდევი მოვლენების ანალიზი გამოაქვეყნა სასამართლოს და იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის და თანმდევი მოვლენების ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც გასცემს რეკომენდაციას, რომ პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, იმუშაოს სასჯელის გადავადების საკითხსა და მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემაზე.

ამასთან, ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო პროცესი და მიღებული გადაწყვეტილებების მაღალი სტანდარტით დასაბუთებით, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების დაცვით, აამაღლონ საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ; უზრუნველყოს პროცესის საჯაროობის პრინციპის დაცვა, მითუმეტეს ასეთ რეზონანსულ საქმეზე, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ვინაიდან კლინიკა „ვივამედში“ გამართულ გასვლით სხდომაზე ეს პრინციპი სრულად უგულვებელყოფილია.

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კი ორგანიზაცია აძლევს რეკომენდაციას იხელმძღვანელოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნებისა და ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების შესაბამისად და პატიმარს შეურჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, როცა ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობს; ასევე, პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, იმუშაოს სასჯელის გადავადების საკითხსა და მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემაზე.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, მასზე ხდებოდა ზეწოლა და მის მიმართ ხორციელდებოდა დისკრედიტაციული კამპანია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მოხდა დაგეგმილი ვიდეოგადაღება და გასაჯაროება სამედიცინო ოთახიდან, თუ როგორ იღებს საკვებ დანამატებს შიმშილობის დროს, ასევე გასაჯაროვდა მისი საკნიდან ვიდეომასალა, თუ როგორ ალაგებს პირად ნივთებს. იგი რეანომობილით გადაიყვანეს მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, შეურაცხყოფა, პატიმართა და ადმინისტრაციის ორკესტრირებული შეტევა ხმაურისა და ლანძღვა-გინების სახით, რაც შემდეგშიც ხორციელდებოდა მე-18 დაწესებულებაში ყოფნისას. პატიმრის განმარტებით, მას საძილე პრეპარატის სახით ეძლეოდა მედიკამენტი - ანტიფსიქოზური მოქმედების ნეიროლეპტიკი, რომლის მოქმედების მექანიზმი მისთვის უცნობი იყო. აღნიშნულ მედიკამენტს იგი 02/10/2021-დან, იღებდა მთელი შიმშილობის პერიოდში და შემდეგაც, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 27/11/2021 წლამდე. მისთვის ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენები უცნობი იყო.

აგრეთვე, პატიმარს მე-18 დაწესებულებაში, ფაქტობრივად, არ ჰქონდა ბუნებრივი ძილის საშუალება, ვიანიდან როგორც კი ტელევიზორს თიშავდა, ან/და სარკმელს აღებდა, იმწუთშივე იწყებოდა სხვა პატიმრების მხრიდან ხმაური და მისი მისამართით უშვერი ლანძღვა-გინება. მე-12 დაწესებულებაში მოტყუებით ვიდეოგადაღებისა და აღნიშნულის გასაჯაროების შემდეგ, მან შეწყვიტა საკვები დანამატების მიღება, გაამკაცრა შიმშილობა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი: „პატიმრის უფლება ჯანდაცვაზე - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის და თანმდევი მოვლენების ანალიზი’’

პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმაც. მსგავსი ვითარება გაგრძელდა პატიმრის მთელი იქ ყოფნის განმავლობაში და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, სახალხო დამცველი თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარნენ.

სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ ექსპრეზიდენტის გადაყვანის დღემდე, N12 პენიტენციური დაწესებულების არცერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ.

მიხეილ სააკაშვილს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად გახანგრძლივებული შიმშილობის პერიოდში განუვითარდა ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ვერნიკეს ენცეფალოპათია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დაუზუსტებელი ცილოვან-ენერგეტიკული უკმარისობა და ა.შ. ამ დიაგნოზის თაობაზე მითითებულია ცენტრ ემპათიის „ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნასა და რეკომენდაციებში N 03-12/21“.

სააკაშვილისთვის არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება ეწინააღმდეგება ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, სააკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას „დროებითი ზომების შესახებ“, სადაც ხაზგასმულია, რომ სააკაშვილს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება პოსტშიმშილობის პერიოდში.

მიხეილ სააკაშვილთან 2022 წლის იანვრის თვის შემდეგ არ უშვებენ მის პირად ექიმს - ნიკოლოზ ყიფშიძეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო მკურნალობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ამჟამად მოთავსებულია კლინიკა ,,ვივამედში’’ და დღესაც ინტენსიურ რეაბილიტაციას საჭიროებს, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, მის მიერ არჩეულმა ექიმებმა მოინახულონ და გაუწიონ სამედიცინო მომსახურება. სააკაშვილის მიმართ ამგვარი მოპყრობა არღვევს ,,პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომელიც პაციენტს ჯანმრთელობის დაცვის უფლების ფარგლებში, უფლებას ანიჭებს, აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. ყურადსაღებია ისიც, რომ ცენტრ „ემპათიასაც“ არ მიეცა 30/12/2021-დან 17/01/2022-მდე დროის შუალედში მიხეილ სააკაშვილის კონსულტირების შესაძლებლობა, რის შესახებაც აღნიშნულია დანიშნულება 17.01.2022-შიც“, - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის სრული სახით სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა