„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეებს 250-მდე პროვაიდერი კლინიკა მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავრცელებს.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების მთავარი მენეჯერის თორნიკე კვინიკაძის განცხადებით, ჯანმრთელობის დაზღვევა ყველგან დაზღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და იმავდროულად მგრძნობიარე სახეობაა.
„ადამიანს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს მისი ჯანმრთელობის მომავალი, თუმცა შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს უსიამოვნო შემთხვევებით მიღებული ზარალი და ამასთანავე ქონდეს მზაობა მარტივად, ზედმეტი ხარჯებისა და დამატებითი სტრესის გარეშე გაუმკლავდეს მათ. სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ჯამრთელობის დაზღვევის მრავალფეროვანი შეთავაზებით. თითოეულ მათგანში გათვალისწინებულია ოჯახის ექიმის მომსახურება, გეგმიური და გადაუდებელი მომსახურება, ლაბორატორიული კვლევები თუ ჰოსპიტალიზაცია.
ჩვენი სადაზღვევო პოლისი საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მომსახურების ღირებულებაა, ან მოგვიანებით აინაზღაუროთ თანხა. ამასთანავე შესაძლებელია ისარგებლოთ მედიკამენტებზე ონლაინ გამოწერილი რეცეპტებით და ყველა სააფთიაქო ქსელში გადაიხადოთ მხოლოდ თანაგადახდის თანხა“, - აცხადებს კვინიკაძე.
თორნიკე კვინიკაძის განცხადებით, „ჯანმრთელობის სადაზღვეო პაკეტები განსხვავდება სხვადასხვა მაჩვენებლით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პროვაიდერი კლინიკები, სადაც მომსახურების მიღება შეგიძლიათ“.
„ჩვენს მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით 250 წამყვან პროვაიდერ კლინიკას ვთავაზობთ, თუმცა, ასევე შესაძლებელია ნებისმიერ, მათთვის სასურველ არაპროვაიდერ კლინიკაშიც მიიღონ მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო დანახარჯები შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ანაზღაურდება პოლისში მითითებული პირობების მიხედვით.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის“ ყოველთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებების ოპტიმალური გადაწყვეტა, ამიტომ კიდევ უფრო მეტ სასიამოვნო სიახლეს და სიურპრიზს გპირდებით“, - აცხადებენ „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“.
წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით.
ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავრცელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"