შალვა პაპუაშვილი - გეოგრაფიულად შორეული კონფლიქტი აღარ არსებობს, კონფლიქტი გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარეობს გაძლიერებული მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ

„გეოგრაფიულად შორეული კონფლიქტი აღარ არსებობს, კონფლიქტი გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარეობს გაძლიერებული მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი ძირითადად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას შეეხება.

„დღეს გვქონდა შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან. შევხვდით აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებს და მათთან გვქონდა საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა მომავალშიც და ვფიქრობ განსაკუთრებით დღეს, ყველასთვის ცხადია, რომ სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და უფრო დიდია მნიშვნელობის აღქმა, რაც არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას აქვს. ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ვიგრძენით ამ ქვეყნებისგან",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, დღესვე, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ჩვენ ასევე შეხვედრა გვქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და დელეგაციასთან. ვისაუბრეთ უკრაინაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უცხადებს უკრაინას. გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ის ბრძოლა, რომელშიც არის ჩართული უკრაინა და რამდენად მნიშნელოვანია, რომ მას გვერდში ედგას მთელი ცივილიზებული სამყარო. გუშინ, სამიტის ფარგლებში მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და იქაც ვხედავდით მცდელობებს რუსული დელეგაციის, რომ ჩაეშალათ ამ რეზოლუციის მიღება. ვნახეთ კიდეც რომ აქ გარკვეული მხარდამჭერების მოხსნაც შეძლეს კენჭისყრიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვნახეთ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა რეზოლუციას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი