უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინამ 1620 დასახლების დეოკუპაცია განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია - უკრაინის დამცველთა დღე. თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აქედან ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 75 დასახლებული პუნქტი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთით უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ამჟამად რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება.

9 ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით 1170 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება