შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - რაც უფრო მალე გაერთიანდებიან, მით უფრო მალე გახდება საზოგადოებისთვის ნათელი, რომ ჩვენ გვაქვს ერთ ჯგუფთან საქმე, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა

რაც უფრო მალე გაერთიანდებიან, მით უფრო მალე გახდება საზოგადოებისთვის ნათელი, რომ ჩვენ გვაქვს ერთ ჯგუფთან საქმე, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა, რომელთათვის ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და ძალაუფლება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ოპოზიციის წარმომადგენლების კახეთში შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის მიზნით პარტიების გაერთიანებაზე ისაუბრეს.

მისი თქმით, პარლამენტშიც ცხადი გახდება ვინ, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წევრია.

„მოხარული ვიქნები თუ გაერთიანდებიან. სხვადასხვა გაფანტულ ჯგუფებს და პარტიებს საბოლოო ჯამში ერთი სახელი დაერქმევა. არანაირი პარტიული მრავალფეროვნება არ არსებობს. სინამდვილეში ეს არის ერთი იდეოლოგიის, ერთი მისწრაფების მქონე პოლიტიკოსების ჯგუფი. რაც უფრო მალე გაერთიანდებიან, მით უფრო მალე გახდება საზოგადოებისთვის ნათელი, რომ ჩვენ გვაქვს ერთ ჯგუფთან საქმე, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა, რომელთათვის ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და ძალაუფლება.

პარლამენტშიც უფრო ცხადი იქნება ძალთა გადანაწილება და ცხადი იქნება ვინ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფშია. დღეს, რასაც ვხედავთ, მათ შორის პარლამენტში, არის პოლიტიკური ფარსი. როცა სურთ თავს წარმოაჩენენ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფად, ხან ისევ ერთად არიან. ამომრჩევლის წინაშე პატიოსნებაც მოითხოვს, რომ დაანახონ მათ ნამდვილი გაერთიანება, რომლის წევრებიც ისინი ისედაც არიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო