საბა ბუაძე - ვერ ვიტყვი პირდაპირ კალაძესთან მიდის თუ არა სისხლისსამართლებრივი დანაშაული, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩემთვის ასეთი ტვირთის ზიდვა შეუძლებელი იქნებოდა - თუ სინდისი გააჩნია, აიღოს პასუხისმგებლობა

ვერ ვიტყვი პირდაპირ კალაძესთან მიდის თუ არა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩემთვის ასეთი ტვირთის ზიდვა შეუძლებელი იქნებოდა. ნამდვილად არ ვისურვებდი მის მდგომარეობაში ყოფნას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბუაძის შეფასებით, თუ თბილისის მერს, კახა კალაძეს სინდისი გააჩნია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

მისივე თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის შესყიდვაზე კონკრეტულმა კომპანიამ გაიმარჯვა, იმიტომ, რომ ყველაზე დაბალი ფასი დადო, შემდეგ კი აღნიშნულმა კომპანიამ და მერიამ თანხა გაზარდეს.

"რა არის ეს თუ არა კორუფცია. უმძიმესი მდგომარეობაა. იმისთვის, რომ ასეთი მდგომარეობა არ გამეორდეს და ასეთი შემთხვევები არ გამეორდეს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პასუხისმგებლობაზე. ვილაპარაკოთ, მათ შორის, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან. პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური და ადამიანური პასუხისმგებლობა", - განაცხადა ბუაძემ.

მან ისაუბრა კომპანია "გრინსერვის+"-ზე და აღნიშნა, რომ ეს კომპანია არის არაკეთილსინდისიერი.

"არ შეიძლება კორუფციაში ბრალდებული ადამიანების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. როგორც პედოფილი არ შეიძლება მუშაობდეს საბავშვო ბაღში, ისე მექრთამე არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვებიდან იღებდეს ათეულობით მილიონ ლარს. ყველა მნიშვნელოვანი და სენსიტიური შესყიდვა „გრინსერვისს" აქვს გაკეთებული. „გრინსერვისი“ გადაკეთდა „გრინსერვის პლუსად“ და 55 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული ბოლო წლებში. ამ კონკრეტულ შესყიდვაზე აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ყველაზე დაბალი ფასი დადო, 11.5 მილიონი. საბოლოოდ „გრინსერვის პლუსმა“ გაზარდა ეს თანხა, მერიამ გააზრდევინა თანხა და საბოლოოდ ყველაზე ძვირი 12.9 მილიონი დაგვიჯდა. რა არის ეს თუ არა კორუფცია. თუ არა კონკრეტული პირის ინტერესი, რომ ამ კომპანიას მოეგო ტენდერი“,- განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ასეთ რეაბილიტაციად.

„პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ „გრინსერვისი“, ფურცხვანიძე და ხარჩილაძე თბილისელებს არ აურჩევიათ. თბილისელებმა აირჩიეს კახა კალაძე. ამ ტრაგედიამდე და დანაშაულებამდე ერთი დღით ადრე მთელი „ქართული ოცნება“ იქ იყო მისული. საზოგადოებას სიხარულით ამცნეს ამ არასაჭირო რეაბილიტაციის შესახებ. დღემდე არ მესმის რა საჭირო იყო ვაკის პარკის კასკადის აღდგენა. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ასეთი რეაბილიტაცია. როცა ფულია შეჭმული, როცა ასეთ ტრაგედიას ვიღებთ და თბილისის მერი გამოდის და ამბობს - თუ კანონის ფარგლებში ჩემი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, მე ვაგებო პასუხს. ეს რას ნიშნავს? ეს მისი წყალობის შედეგად უნდა ხდებოდეს? ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა ხელისუფლების ცვლილების მერე ყველა დამნაშავე პირი გამოიკვეთება. ნამდვილად ვერ ვიტყვი პირდაპირ კალაძესთან მიდის თუ არა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩემთვის ასეთი ტვირთის ზიდვა შეუძლებელი იქნებოდა. ნამდვილად არ ვისურვებდი მის მდგომარეობაში ყოფნას. თუ კახა კალაძეს სინდისი გააჩნია, აიღოს პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ბუაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია