ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ბათუმელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ

ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ბათუმელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ

თბილისში, ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ბათუმელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი ბათუმის უნივერსიტეტის შენობის წინ გადაინაცვლეს და შადრევანთან სიმბოლურად ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

ახალგაზრდების თქმით, ეს ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. “მარიტა საქართველოს დანაკარგია, ის მხოლოდ მშობლებს არ დაუკარგავთ. ჩვენ პატივს მივაგებთ, ანგელოზის ხსოვნას. ყველა ბათუმელს ვთხოვთ, რომ ამ ადგილზე მოვიდეს და პატივი მიაგოს მარიტას ხსოვნას”, - განაცხადეს მათ.