შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ  600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც რეზოლუციას გარკვეული ხინჯი მიაყენა, რადგან მასში შეიტანეს ვიწროპარტიული თემა სააკაშვილზე

600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც ევროსაბჭოს რეზოლუციას გარკვეული ხინჯი მიაყენა, რადგანაც მასში შემოიტანეს ვიწროპარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

„საქართველო თანაავტორი იყო ამ რეზოლუციის და სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა იმით, რომ რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწრო პოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი იყო. ასევე, როცა IPU-ის ასამბლეაზე საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერი იყო, იმ ფონზე, როდესაც ევროსაბჭოში ასეთი მეთოდებით ხდება ამგვარი ჩანაწერების შეპარება რეზოლუციაში. ამით თავად ის ადამიანები, რომლებიც ამ შესწორების ავტორები იყვნენ და ჩვენ ვიცით, რომ აქ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მასში მოხვედრილი. აქედან გამომდინარე იყო, საბოლოო ჯამში, ეს პოზიცია. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ თანაავტორები ვიყავით ამ რეზოლუციის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ 2 დღის წინ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით