რუსთავში „ლელოს“ ახალი ოფისი გაიხსნა და პარტიის ლიდერებმა განახლებული გუნდი წარადგინეს

რუსთავში „ლელოს“ ახალი ოფისი გაიხსნა და პარტიის ლიდერებმა განახლებული გუნდი წარადგინეს

რუსთავში, კოსტავას ქუჩის #10-ში „ლელოს“ ახალი ოფისი გაიხსნა.

პარტიის ცნობით, ოფისს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით სულაძე უხელმძღვანელებს.

დავით სულაძის “ლელოსთან” შემოერთებით, პარტიას საქართველოს კიდევ ერთ მინიციპალიტეტის საკრებულოში ეყოლება წარმომადგენელი.

რუსთავი, ქვეყნის 26-ე ქალაქია, სადაც “ლელო” წარმოდგენილია საკრებულოში.

„„ლელოს“ რუსთავის ოფისი და გუნდი აქტიურად იმუშავებს მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტაზე როგორც საკრებულოს, ასევე პარტიულ დონეზე, ხელს შეუწყობს რუსთაველებთან პარტიის ინტენსიურ კონტაქტს”,- აცხადებენ პარტიაში.

ახალი ოფისი და განახლებული გუნდი მისი ხელმძღვანელით საზოგადოებას წარუდგინეს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც.