ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ, სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას, ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გარე სამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების მიერ ასევე აღდგა დაზიანებული ხიდი წალენჯიხის სოფელ ფახულანში.
„სტიქიამ მთლიანად მოშალა საფეხმავლო ხიდი წალენჯიხის მაზანდარას უბანშიც. სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, წალენჯიხაში საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში მოხდება. ადგილზე ხიდის დაგეგმარების პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ლიტერის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. სტიქიამ მთლიანად მოშალა საფეხმავლო ხიდი წალენჯიხის მაზანდარას უბანშიც. სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას, განცხადებით, წალენჯიხაში საფეხმავლო ხიდის ნაცვლად, საავტომობილო ხიდი უახლოეს პერიოდში მოეწყობა. ადგილზე ხიდის დაგეგმარების პროცესს სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან კობა გაბუნიასთან ერთად გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
























