თენგიზ ფხალაძე - ჩვენი ამოცანაა, ყველაფრისთვის მზად ვიყოთ

თენგიზ ფხალაძე - ჩვენი ამოცანაა, ყველაფრისთვის მზად ვიყოთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. ფაქტია, რომ ახლა აშშ და კოლექტიური დასავლეთი რუსული აგრესიისაგან იცავს უკრაინას და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

რამშტაინ-6-ზე, ისტორიული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - კოლექტიურმა დასავლეთმა ივალდებულა უკრაინის ცის დახურვა, უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. დახმარება ითვალისწინებს ნატოს ბაზებზე 15 ათასი უკრაინელ ჯარისკაცის ნატოს სტანდარტებით მომზადებას.

გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 100-დან 99 ხმით, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას „ტერორისტული რეჟიმი“ უწოდა.

მანამდე, "ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე", ითქვა, რომ დღეს დასავლეთის ერთობა არის იმაზე, რომ „უკრაინაში ბრძოლა ბოლომდე მოსაგებია, არანაირი გაყინული კონფლიქტი და ტერიტორიების გაყოფა არ უნდა იყოს და უნდა შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოება".

ვიცით, რომ ალიანსი 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით აგრძელებს მუშაობას ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციასა და ევროპულ უსაფრთხოებაზე.

გასული კვირა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აშშ-მ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მიიღო, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნატოს ახალ სტრატეგიასა და ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მასში ცალსახადაა ნათქვამი, - „აშშ რამდენადაც მხარს უჭერს უკრაინას, ასევე იმუშავებს სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად და მხარს დაუჭერს საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს“.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიის გამო კოლექტიური დასავლეთის წიაღში ხდება?

- მოკლე შეფასება ასეთია: დასავლეთის სტრატეგიული შემობრუნება! წინა წლებში ჩვენ გვესმოდა, რომ დასავლეთი უნდა გამოფხიზლდეს, შეცვალოს მიდგომა რუსეთისადმი, მეტი ყურადღება დაუთმოს გეოპოლიტიკას და ა.შ. 2008 წელს ითქვა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოში უნდა იქცეს გამოფხიზლების ზარად, იგივე განმეორდა 2014 წელსაც და მერეც, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

2019 წელს, როდესაც ურსულა ფონ დენ ლეინი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს, მან განაცხადა, რომ ევროკომისია „უნდა იყოს გეოპოლიტიკური“! 2020-ში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“, მაგრამ რეალური ცვლილებები დაიწყო მაშინ, როდესაც მოსკოვმა ის წითელი ხაზები გადაკვეთა, რასაც მას არავინ აპატიებს!

დღეს ყველა თანხმდება, რომ რომ ახალი გაყინული კონფლიქტი მიუღებელია და ომი უნდა დამთავრდეს უკრაინის გამარჯვებით, რომ არ შეიძლება ერთი სახელმწიფო მუდმივად აშანტაჟებდეს სხვებს ბირთვული იარაღით, არღვევდეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და უგულებელყოფდეს საერთაშორისო სამართალს.

დღეს დასავლეთი შეთანხმებულია, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა შეიცვალოს და იქ რუსეთს ვეღარ ექნება უწინდელი როლი. ამიტომაც მიიღება არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, არამედ ეკონომიკურიც და, რაც მთავარია ენერგეტიკულიც, რათა ევროპა საბოლოოდ განთავისუფლდეს რუსული ენერგეტიკული წნეხისგან.

დღეს დასავლეთი შეთანხმებულია, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა შეიცვალოს და იქ რუსეთს ვეღარ ექნება უწინდელი როლი. ამიტომაც მიიღება არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, არამედ ეკონომიკურიც და, რაც მთავარია ენერგეტიკულიც, რათა ევროპა საბოლოოდ განთავისუფლდეს რუსული ენერგეტიკული წნეხისგან

ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ყველას ესმის, რომ სჯობს ეს ფასი დღეს გადაიხადონ! რადგან სხვა შემთხვევაში, თუკი პუტინის რეჟიმს ამოსუნთქვის და ძალის მოკრების საშუალება მიეცა, ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება!

თქვენს მიერ ნახსენები აშშ-ს უსაფრთხოების სტრატეგია და მადრიდის სამიტზე დამტკიცებული ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციაც ამის გამოხატულებაა. პირველად ისტორიაში ნატომ აღიარა რუსეთი, როგორც უმთავრესი საფრთხე, მას აქამდე პარტნიორის სტატუსი ჰქონდა, პირველად ითქვა ხაზგასმით, რომ პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, უსაფრთხოება გადაჯაჭვულია ალიანსის უსაფრთხოებასთან და პირველად ნატოს სტრატეგიულმა კონცეფციამ აღიარა შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისათვის. შედარებისთვის, წინა კონცეფციაში შავი ზღვის რეგიონის ხსენებაც არ იყო.

ეს ყოველივე უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და ერთხელ და საბოლოოდ შევძლოთ რუსეთის მარწუხებიდან თავის დახსნა. მაგრამ, თავისით არაფერი მოდის და ამ კარგ შესაძლებლობებს კარგი გამოყენებაც უნდა, რაც მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით და ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებით მიიღწევა.

ეს ყოველივე უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და ერთხელ და საბოლოოდ შევძლოთ რუსეთის მარწუხებიდან თავის დახსნა. მაგრამ, თავისით არაფერი მოდის და ამ კარგ შესაძლებლობებს კარგი გამოყენებაც უნდა, რაც მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით და ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებით მიიღწევა

- უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები რომ უპრეცედენტოა. რაც ახლა რუსეთის მონაწილეობით ხდება, დამკვირვებელთა ნაწილი სსრკ-სა და ფინეთის ომს ადარებს.

მეორე ნაწილი კი თვლის, რო ეს ყველაფერი უფრო გასული საუკუნის 20-იან წლებში სსრკ-სა და პოლონეთს შორის ომს ჰგავს და არ ეთანხმება აზრს, რომ მესამე მსოფლიო ომი პრაქტიკულად დაწყებულია.

არადა, ფაქტია, რომ არც ერთი ანალოგია იმ მასშტაბის არ ყოფილა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. ახლა უკრაინას 50-ზე მეტი ქვეყანა ეხმარება. გაეროში უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს 143 ქვეყანა უჭერს. ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერა ჰქონდეს.

რადგან ამ მასშტაბის პროცესები მსოფლიო ისტორიაში არც ისე ბევრი ყოფილა, თქვენ რას შეადარებდით იმას, რაც ახლა ხდება?

- ახალ და უახლეს ისტორიაში დღევანდელი ვითარებას ანალოგი არ გააჩნია. არც ფინეთს და არც პოლონეთს არ მიუღია ისეთი სამხედრო და არც პოლიტიკური დახმარება, რასაც უკრაინა იღებს. არც სანქციები დაუწესებია ვინმეს გერმანიის ან სსრკ-თვის.

მსოფლიო ომი, ცოტა ხმამაღალ შეფასებად მეჩვენება, რადგან ეს ცნება ორივე მხარეს მრავალი ქვეყნის და ალიანსების ჩართვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში კი რუსეთს მოკავშირე არ გააჩნია და არც შეიძლება ჰყავდეს, რადგან ის, რასაც პუტინი სჩადის შეუძლებელია ვინმეში თანადგომის სურვილს აღძრავდეს.

ახალ და უახლეს ისტორიაში დღევანდელი ვითარებას ანალოგი არ გააჩნია. არც ფინეთს და არც პოლონეთს არ მიუღია ისეთი სამხედრო და არც პოლიტიკური დახმარება, რასაც უკრაინა იღებს. არც სანქციები დაუწესებია ვინმეს გერმანიის ან სსრკ-თვის

ამასთანავე მსოფლიო ომი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის მქონე ბანაკებს შორის მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში კი ყველა რწმუნდება, რომ ხმები რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ ძალიან გადაჭარბებული აღმოჩნდა.

არ ვიცი, რას დაარქმევს ისტორია ამ ომს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, ხოლო პუტინის რეჟიმს აუცილებლად დაერქმევა დამნაშავეების სახელი და გასამართლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის.

- ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები ხშირად საუბრობენ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მშვიდობაზე, მაგრამ კრემლის სცენარით. რაზეც, ცხადია უკრაინა არ დათანხმდება. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ პუტინის ამ იძულებით ინიციატივებს რომელიმე დასავლელმა ლიდერმა დაუჭიროს მხარი.

პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, „პუტინი სამხედრო დამნაშავეა“.

ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ყირიმის ხიდს უკრაინის ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევენ. ამ პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარები როგორი შეიძლება იყოს?

- მოლაპარაკება მასთან შეიძლება, ვინც პირობას ასრულებს. პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტს იმ ქაღალდის ფასიც კი არ აქვს, რომელზედაც ის ასახულია.

რაც შეეხება სცენარებს, უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია, აქ საკითხავია მხოლოდ ვადები და ის თუ რა მოხდება თავად რუსეთში. უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა ადვილია - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება - აი, აქ კი მრავალი სცენარი არსებობს პუტინის ცვლილებით დაწყებული, შიდა არეულობით და დეზინტეგრაციით დამთავრებული. დღეს ძნელია თქმა, რომელი მათგანია უფრო რეალისტური, მაგრამ ყველა განიხილება და ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. რუსეთში განვითარებული ნებისმიერი პროცესი თავის ზეგავლენას იქონიებს საქართველოზე, როგორც მეზობელ სახელმწიფოზე.

ასევე საგულისხმო და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ გამარჯვების შემდეგ შავი ზღვის რეგიონში უკრაინა რეალური მიზიდულობის ცენტრად იქცევა. ეს ყოველივე ჩვენგან სწორ დასკვნებს და სწორი სამომავლო სტრატეგიის შექმნას მოითხოვს.

საგულისხმო და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ გამარჯვების შემდეგ შავი ზღვის რეგიონში უკრაინა რეალური მიზიდულობის ცენტრად იქცევა. ეს ყოველივე ჩვენგან სწორ დასკვნებს და სწორი სამომავლო სტრატეგიის შექმნას მოითხოვს

- რაც უფრო წარმატებულია და ეფექტურია უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებისათვის ბრძოლაში, მით უფრო ხშირად ისმის მოსკოვიდან მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

რუსულ ბირთვულ მუქარებზე აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა - „აშშ 24 საათიან რეჟიმში ადევნებს თვალს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებს“. მისივე თქმით, ჯერჯერობით, არანაირი ცვლილებები ატომურ ცვლილებებს არ შეინიშნებაო.

ამ თემაზე ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა - „ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გადაიკვეთება, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.“

ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთმა 10 ბირთვული ბომბდამშენი 6 ТУ-160 და 4 ТУ-95, გადაიყვანა ნორვეგიის საზღვართან, მურმანსკთან - ოლენიას ავიაბაზაზე.

დამკვირვებელთა ნაწილი ხშირად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მას შემდეგ რაც კრემლმა უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთის ხელისუფლება, კერძოდ პრეზიდენტი პუტინი ხშირად უშვებს როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ შეცდომებს.

ეს კი აშკარად ზრდის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას. ახლა ბევრი არც იმას გამორიცხავს, რომ თუ რუსული ბირთვული შანტაჟი რეალური იქნა, აშშ, ან ბრიტანეთი პრევენციის მიზნით განახორციელებს რუსულ ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს.

ახლა რა ჩანს - რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა მაღალია?

- არ ვარ სამხედრო ექსპერტი და გამიჭირდება ვითარების პროფესიულად შეფასება. ამ შემთხვევაში დავეყრდნობი ისეთ ავტორიტეტებს, როგორებიც არიან აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ ვოლეში, განერალი დევიდ პეტრაუსი, გენერალი ბენ ჰოდჯესი და სხვა ასეთ უმაღლესი კლასის პროფესიონალებს, რომელთა აზრსაც უსმენენ სახელმწიფოს მეთაურები.

პუტინის მსგავსი დამნაშავისგან არაფერია გამორიცხული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას და მის გარემოცვას კარგად ესმოდეს, რომ არათუ ბირთვული იარაღის გამოყენება, არამედ გამოყენების მცდელობაც კი დასჯადია და პასუხზე არც ნატო და არც მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ქვეყნები დიდხანს არ იფიქრებენ.

პუტინის მსგავსი დამნაშავისგან არაფერია გამორიცხული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას და მის გარემოცვას კარგად ესმოდეს, რომ არათუ ბირთვული იარაღის გამოყენება, არამედ გამოყენების მცდელობაც კი დასჯადია და პასუხზე არც ნატო და არც მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ქვეყნები დიდხანს არ იფიქრებენ

დასავლეთი საკმაოდ მკაფიოდ ეუბნება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას, რომ პუტინის დანაშაულებრივი იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში მათ ყველას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რაც ნიურნბერგის მერე მსოფლიოს არ უნახავს. მერწმუნეთ, რომ ასეთ გზავნილებს მნიშვნელოვანი ძალა აქვთ

რეაქცია იქნება დაუყოვნებელი და რუსეთისთვის „კატასტროფული შედეგების მომტანი“. სწორედ ეს ფრაზა გამოიყენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ჯეკ სალივანმა, როდესაც კრემლი გააფრთხილა ბირთვულ იარაღთან თამაშის შედეგებზე. ასეთ სიტყვებს კი ჰაერზე არ ისვრიან.

აშშ-ს და ნატოს 24 საათიან მონიტორინგზე აქვს აყვანილი რუსული შეიარაღების გადაადგილება, რათა ბირთვულ არსენალთან შეხების მცდელობაც კი დაუყოვნებლივ დაფიქსირდეს. 17 ოქტომბერს ნატო ბირთვული შეკავების წვრთნებს იწყებს და ეს მხოლოდ ნაწილია იმ სტრატეგიისა, რამაც რუსეთის სამხედრო ამბიციები უნდა შეაჩეროს.

ამასთანავე არსებობს მეორე ნაწილიც - პასუხისმგებლობა. ბირთვული იარაღის გამოყენება კოლექტიურ გადაწყვეტილებას მოითხოვს და შესაბამისად პასუხისმგებლობაც კოლექტიურია. დასავლეთი საკმაოდ მკაფიოდ ეუბნება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას, რომ პუტინის დანაშაულებრივი იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში მათ ყველას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რაც ნიურნბერგის მერე მსოფლიოს არ უნახავს. მერწმუნეთ, რომ ასეთ გზავნილებს მნიშვნელოვანი ძალა აქვთ.

პოლიტიკოსები, მით უფრო ხელისუფლებაში მყოფი, მოსახლეობას ყოველთვის იმ ზომის ტყუილს უბედავენ, რის უფლებასაც თავად მოქალაქეები აძლევენ. ალბათ კითხვა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ: რატომ ბედავენ ხალხის მსახურნი საზოგადოების მასხრად აგდებას და უტიფარი ტყუილებით რატომ აბრუებენ?

თუმცა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ყურადღების მოდუნების საფუძველი ჯერ არ არსებობს. საფრთხე მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს დაძლეულად, როდესაც ის ბოლომდე განეიტრალებულია.

- გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა - „რუსეთის ომი უკრაინაში არის „ჯვაროსნული ომი“ დასავლეთის წინააღმდეგ“.

ეს განცხადება მიტომ გავიხსენე, რომ შუასაუკუნეებში საქართველო აქტიურ მონაწილეობას მონაწილეობას იღებდა „ჯვაროსნულ ომებში“. გასაგებია, რომ მაშინ სხვა ეპოქა იყო, ისტორიულ სცენაზე რუსეთი პრაქტიკულად არც ჩანდა.

ახლა ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის ლიდერშიფი დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებში ადანაშაულებს.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ თქვით - „ვითარებაში, როცა ქვეყნებში რუსეთის განდევნის პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება ცალსახად თქმა, რომ საქართველოს პოზიცია გაუგებარია როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“.

ამ თვალსაზრისით ვითარება ისევ ასეთი რჩება, თუ რამე მნიშვნელოვნად შეიცვალა? თუ შეიცვალა რა და როგორ?

- მართალია ბატონი კანცლერი, ესაა ომი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. თუმცა ჯვაროსნებს ღირსება გააჩნდათ, პუტინის რეჟიმს კი ის არ გააჩნია.

რაც შეეხება „მეორე ფრონტის“ ზღაპრის გაგრძელებას, მხოლოდ ერთს ვიტყვი: პოლიტიკოსები, მით უფრო ხელისუფლებაში მყოფი, მოსახლეობას ყოველთვის იმ ზომის ტყუილს უბედავენ, რის უფლებასაც თავად მოქალაქეები აძლევენ. ალბათ კითხვა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ: რატომ ბედავენ ხალხის მსახურნი საზოგადოების მასხრად აგდებას და უტიფარი ტყუილებით რატომ აბრუებენ?

1940 წელს, როდესაც სახელმწიფოებრიობას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრა, ბრიტანელებმა ეროვნული თანხმობის თანხმობის ხელისუფლება შექმნეს. ეროვნული თანხმობის და არა მხოლოდ უმრავლესობის, მთლიანობის და არა დაყოფის. ამან შექმნა ბრიტანეთის გამარჯვება. ჩვენ კი ერთმანეთის დამარცხებაზე ვართ კონცენტრირებულნი და არა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაზე

ტყუილის თქმა განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია, რადგან მატყუარას საკუთარი თავი ჭკვიანი ჰგონია, სხვა კი ბრიყვი. ბრიყვად კი საკუთარი ხალხი არასოდეს უნდა მიიჩნიო.

რაც შეეხება ცვლილებას, მისასალმებელია, რომ მე-5 და მე-6 რამშტაინში საქართველოც მონაწილეობდა, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. მით უფრო, რომ ყოველ ასეთ დადებით ნაბიჯს, დაუყოვნებლივ აუფასურებს თქვენს მიერ ნახსენები ანტიდასავლური განცხადებები, რაც ჩვენივე მოკავშირეებთან გვირთულებს ურთიერთობას.

- მიუხედავად ამისა, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რამშტაინის ბაზაზე გამართულ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მეექვსე შეხვედრაშიც, რომლის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერსთან და იენს სტოლტენბერგთან.

თქვენ არა ერთხელ გითქვამთ, რომ ჩვენი პარტნიორები გაკვირვებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აქტიურობდა არ ავლენდა ინტერესს შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის საკითხებისადმი.

რადგან რამშტაინზე ჩვენს მინისტრს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, თან ადმირალთან ჰქონდა შეხვედრა, არაა გამორიცხული ამ შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში საქართველოს ადგილსა და როლზეც ისაუბრებს მხარეებმა.

ამ თემაზე მსჯელობისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ წინა მასალაში ბრძანეთ - „თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იაქტიურა იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება“.

თქვენი ინფორმაციით, ამ თვალსაზრისით რამე კონკრეტული და ხელშესახები ხომ არ ხდება? თუ არა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- პირადად მე არაფერი შემიმჩნევია და არც პარტნიორებისგან მსმენია საქართველოს მხრიდან რაიმე ახალი და განსაკუთრებული ინიციატივის შესახებ. ვისურვებდი, რომ ასეთი რა სადმე ჩუმად მაინც ხდებოდეს.

მიჭირს გავიხსენო რაიმე დოკუმენტი, გადაწყვეტილება, თუნდაც განცხადება რომელიც მომცემდა სხვაგვარად ფიქრისა და ოპტიმიზმის საფუძველს. ეროვნული ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკა მოითხოვს ერთობას, თანამშრომლობას, განსხვავებულის მოსმენას, კრიტიკის მიღებას... ყოველივე იმას, რაც სრულიად მოშლილია თანამედროვე საქართველოში.

შესაძლოა თქვენ გამახსენოთ როდის იყო ბოლოს ასეთ სტრატეგიულ თემებზე არგუმენტირებული მსჯელობა ან პარლამენტში, ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, ან რომელიმე სხვა ფორმატში?

ჩემდა სამწუხაროდ მე ვერ ვიხსენებ, ხოლო რასაც ვხედავ, ძალიან შორსაა ეროვნული უსაფრთხოების იმ ინკლუზიური პროცესისგან, რაც ახლა ქვეყანაში უნდა არსებობდეს.

რატომ არ შეიძლება შევქმნათ რუსეთიდან მომავალ მიგრანტთა ნაკადის ერთობლივი მართვის მექანიზმი? დარწმუნებული ვარ, სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, ევროკავშირი არათუ მეთოდურად, ფინანსურადაც დაგვეხმარება. სხვა სიკეთეებთან ერთად ასეთი რამ გააუმჯობესებდა ქვეყნის იმიჯს და პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაც სივრცე აღარ დარჩებოდა

კვლავაც გავიმეორებთ, რომ დღეს უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა - ევროკავშირი ემზადება სტრატეგიული გაფართოებისათვის. დღეს გერმანიის კანცლერი საუბრობს, რომ ხედავს ერთიან ევროპას ლისაბონიდან თბილისამდე. ამ შესაძლებლობას ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ - პასუხისმგებლობით, ინიციატივებით და, რაც მთავარია, ევროპული პოლიტიკური პროცესით. თეორიულადაც არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან იქნას გაშვებული.

ისტორიულ პარალელებზე ვსაუბრობდით. 1940 წელს, როდესაც სახელმწიფოებრიობას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრა, ბრიტანელებმა ეროვნული თანხმობის თანხმობის ხელისუფლება შექმნეს. ეროვნული თანხმობის და არა მხოლოდ უმრავლესობის, მთლიანობის და არა დაყოფის. ამან შექმნა ბრიტანეთის გამარჯვება. ჩვენ კი ერთმანეთის დამარცხებაზე ვართ კონცენტრირებულნი და არა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაზე.

- ცალკე საუბრის თემაა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში რუსი მოქალაქეების სიმრავლე, მათთვის ბინადრობის ვადის ერთი წლით გაგრძელება. ვნახეთ თუ როგორ გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა მას შემდეგ რაც რუსეთში ნაწილობრივმა მობილიზაცია გამოცხადდა. ფაქტია, რომ ჩვენ ახლა რუსი „ტურისტების“ გარდა რუსი დეზერტირებიც გვყავს, რომლებიც როგორც სტატისტიკა ამბობს იძენენ ბინებს, იწყებენ ეკონომიკურ საქმიანობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულმა ბიზნესმა რუსულენოვანი მიგრანტების დასაქმება დაიწყო.

ყველაფერი ეს კი, ჩვენში არსებული დემოგრაფიული პრობლემების ფონზე პრობლემებს ქმნის შრომის ბაზარზე.

და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ რუს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად შეუზღუდა მათ ქვეყნებში შესვლა.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო რომ ხელისუფლება პრაქტიკულად არ რეაგირებს იმაზე, რომ „რუსი მშვიდობიანად ჩაგვისახლდა“. „გარეული მტერი რომ გვეგონა აქამდე, ახლა შინაურ მტრად მოგვევლინა“.

რუსი მოქალაქეების სიმრავლე იმითაცაა სახიფათო, რომ რუსეთში გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს ომს უკრაინაში. ეს კი შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ ჩვენთან ჩამოსულ დეზერტირებსაც ამგვარი განწყობები ჰქონდეთ.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ზედმეტადაც კი ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდეს ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებისადმი?

და კიდევ, თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე ქვეყანაში საფრთხე არ აღმოჩნდეს?

- ეს პოლიტიკის არქონაა და არა ლოიალობა. მიგრანტთა ნაკადისადმი შესაძლოა განსხვავებული მიდგომა გქონდეს - შეუშვა ან არ შეუშვა ქვეყანაში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას არგუმენტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სჭირდება. რაც მთავარია, პროცესს უნდა მართავდე.

თუკი მიღებულ იქნა შემოშვების გადაწყვეტილება, მაშინ მიგრანტთა ნაკადის მართვის პოლიტიკაც უნდა არსებობდეს. მესმის, რომ საქართველოს ამის არც გამოცდილება, არც შესაძლებლობა აქვს, მაგრამ რატომ არ მივმართავთ პარტნიორებს დასახმარებლად, იგივე ევროკავშირს? მით უფრო რომ FRONTEX უკვე შემოსულია საქართველოში და აეროპორტებში ევროკავშირში მიმავალ მგზავრთა ნაკადს აკონტროლებს.

რატომ არ შეიძლება შევქმნათ რუსეთიდან მომავალ მიგრანტთა ნაკადის ერთობლივი მართვის მექანიზმი? დარწმუნებული ვარ, სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, ევროკავშირი არათუ მეთოდურად, ფინანსურადაც დაგვეხმარება. სხვა სიკეთეებთან ერთად ასეთი რამ გააუმჯობესებდა ქვეყნის იმიჯს და პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაც სივრცე აღარ დარჩებოდა.

დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა საჭირო მექანიზმი მოქმედებს და მიგრანტები სათანადო შემოწმებას გადიან, მაგრამ რას ნიშნავს ეს „სათანადო“ და „ყველა საჭირო მექანიზმი“? თუკი ყველაფერი ასე კარგადაა, მაშინ შემდგომში მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი და გაშიფრული რუსეთის სპეცსამსახურის ჯაშუშები რატომ ჰყვებიან, როგორ შემოვიდნენ საქართველოში და როგორ მუშაობდნენ აქ სპეციალური დავალებების შესასრულებლად?

ასეთი ინფორმაცია არაერთხელ აღმოჩნდა ევროპულ მედია საშუალებებში, შესაბამისად უამრავი კითხვაა, რაზედაც რაიმე არგუმენტირებული განმარტება საზოგადოებას არ მიუღია.

კვლავაც გავიმეორებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მომავალი ჩვენს ხელშია და პარტნიორები მზად არიან დახმარებისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ვიყოთ აქტიურნი და, რაც მთავარია, ხელისუფლება არ იყოს თვითიზოლირებული, უნდა ელაპარაკებოდეს საკუთარ მოსახლეობას, არ უნდა ეშინოდეს საკუთარი შეცდომის აღიარების და არც განსხვავებული აზრის მოსმენის.

თუკი არსებულ პრობლემებს ეროვნული ინტერესებით მივუდგებით და არა საარჩევნო ციკლის პერსპექტივიდან, გაცილებით მეტის მიღწევას შევძლებთ.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი