დავით უსუფაშვილი - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, ნატო-მ თამამი ნაბიჯები გადადგას

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, ნატო-მ თამამი ნაბიჯები გადადგას - საჭიროა სამოქმედო გეგმის შემუშავება, კონკრეტული თარიღებით და კრიტერიუმებით, რომელთა შესრულების შემთხვევაში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი იყო, რომ დემოკრატიული სტანდარტების გარეშე საქართველო არ უნდა ელოდოს წინსვლას.

„ჩვენ ყველამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, ნატო-მ იაზროვნოს არაორდინალურად, ისე როგორც საომარ ვითარებას შეეფერება და უფრო თამამი ნაბიჯები გადადგას, მათ შორის, საქართველოს ნატო- ში ინტეგრაციისთვის. საქართველოში ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, დემოკრატიული რეფორმები არ არის ისე წარმატებული, როგორიც უნდა იყოს, არ ვართ ბოლომდე იმ სტანდარტის, რომ ძალიან თამამად ვითხოვდეთ გაწევრიანებას, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება, კონკრეტული თარიღებით და კრიტერიუმებით, რომელთა შესრულების შემთხვევაში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს ომის საფრთხეს, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. მან მკაფიოდ გვითხრა, რომ ნატო- ს კარი ღიაა, მაგრამ დემოკრატიული სტანდარტების გარეშე საქართველო არ უნდა ელოდოს წინსვლას, ეს გზავნილი ვისთვისაც საჭირო იყო, იყო მკაფიო,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილს შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო