ხათუნა სამნიძე - რუსეთის მოქალაქეებისთვის მხოლოდ სავიზო რეჟიმი გამოსავალი არ არის, მაგრამ სავიზო რეჟიმი კონკრეტული დათქმებით არის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ და ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ

რუსეთის მოქალაქეებისთვის მხოლოდ სავიზო რეჟიმი გამოსავალი არ არის, მაგრამ სავიზო რეჟიმი კონკრეტული დათქმებით არის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ და ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რასაც აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, არასწორია.

"ვეთანხმები იმას, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განხილვას ექვემდებარება. პრობლემისგან გაქცევა, რასაც "ქართული ოცნებისგან" ვხედავთ, სწორი არ არის. ოპოზიციას, საექსპერტო ჯგუფებს აქვთ შეთავაზებები, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და პირველ რიგში, განხილვას უნდა დათანხმდეს "ქართული ოცნება", თუ როგორ მოვიქცეთ ამ ვითარებაში. მხოლოდ სავიზო რეჟიმი გამოსავალი არ არის, მაგრამ სავიზო რეჟიმი კონკრეტული დათქმებით ან მაგალითად, ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები, არის ის საკითხები, რომელიც უნდა განვიხილოთ და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ. საზღვრების ჩაკეტვას არ ვეთანხმები, არც პანიკის დათესვას, მაგრამ პრობლემისგან გაქცევა, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ქვეყნისთვის კიდევ უფრო სახიფათოა", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს.

როგორც ზურაბიშვილმა მოლდოვაში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.

ამასთან, ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლა საქართველოში, გამოწვევაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა