პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სხდომაზე დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მოსაზრებები და ანალიზი მოისმინეს, რომლებიც სამშვიდობო პროცესების განვითარებაში არიან ჩართული.
„მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაცნობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომისია უახლოეს პერიოდში ფიქრობს, რომ ჩამოაყალიბოს გაერთიანებული და სასურველია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი წინადადებები, რომლებიც სახელმწიფო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.
კომისიის სხდომის მუშაობაში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მონაწილეობდა.