სოფელ ხახმატთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (სოფ. ხახმატი) ავტოტრანსპორტისმოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე გრძელდება მოძრაობის სრულად აღდგენის სამუშაოები.
შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოშლილმა კლდის მასამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
























