2019-2022 წლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის 10-დან 49 წლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 18 ნებართვა გაიცა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ინფორმაციით, 2019-2022 წლებში ტყით სარგებლობის უფლების 18 ნებართვა გაიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ეროვნული სატყეო სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სარგებლობის უფლება 10-დან 49 წლამდე ვადითაა გაცემული.

„2018 წლიდან, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლების (იჯარა) მოპოვებასთან დაკავშირებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ დააკმაყოფილა 18 მოთხოვნა. აქედან, 2019 წელს – 1, 2020 წელს – 1, 2021 წელს – 10, 2022 წელს – 6. სარგებლობის უფლება გაცემულია 10-დან 49 წლამდე ვადით. ყველაზე მეტი იჯარა გაცემულია მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ფართობებზე“, - ნათქვამია სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია