ილია ვერძაძე - „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ევროპულ ოჯახში

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ევროპულ ოჯახში”, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელი სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას - ევროპულ ოჯახში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას.
„ევროპელი სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას - ევროპულ ოჯახში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას, ასევე ამ ეტაპზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და მის განსაკუთრებულ როლზე, მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ყველაფერს აკეთებს საკითხის სათანადოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასაწყვეტად და ეს ფაქტია.
ევროპის რამოდენიმე წამყვანი სახელმწიფოს ლიდერი, პორტუგალიის პრემიერი, გერმანიის კანცლერი და სხვა, თავის გამოსვლაში პირდაპირ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შემდგომ გაწევრიანებას ევროკავშირში.
„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ევროპულ ოჯახში.
ვფიქრობ, ამის შემდეგ, კიდევ უფრო ნაკლები საშუალება ექნებათ საქართველოს ევროპული ორიენტაციის შესახებ ტყუილების გამავრცელებლებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად“,- აღნიშნა ვერძაძემ.
ილია ვერძაძის კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
























