ბათუმში 3 პირი დაჭრეს

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაჭრეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა გაიგეს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედცენტრში" გადაიყვანა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორის დამაკმაყოფილებელი. ექიმების თქმით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.

დაშავებულები, ერთი ქალი და ორი ახალგაზრდა მამაკაცი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით