ევგენი დიკი - პუტინი უკრაინაში სტრატეგიულ და ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს და რუსეთს კატასტროფისკენ მიაქანებს

უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ევგენი დიკის ესაუბრა.

- ბატონო ევგენი, როგორი ვითარებაა უკრაინის ფრონტებზე? როგორ შეაფასებდით რუსეთის მხრიდან მასირებული დაბომბვების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- უკანასკნელ დღეებში უკრაინის ფრონტებზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ქალაქი ბახმუტი ერთადერთი ქალაქია, სადაც რუსები შეტევაზე გადასვლას ცდილობენ, სხვა მონაკვეთებზე რუსები აგრძელებენ ან უკანდახევას, ან ფრონტის უმეტეს ნაწილებში თავდაცვაში ყოფნას.

უკრაინული ძალები უახლოვდებიან ქალაქ ხერსონსა და მდინარე დნეპრს, რომლისგანაც ერთ მონაკვეთზე მდინარიდან 25 კილომეტრში იმყოფებიან

უკრაინული ძალები ან შეტევაზე არიან გადასულები, ან ემზადებიან შეტევაზე გადასასვლელად. ჩვენები ორ მიმართულებაზე ლუგანსკის ოლქისა და სამხრეთ მიმართულებაზე არიან გადასული შეტევაზე. ხარკოვის ოლქის მთლიანად გათავისუფლების შემდეგ უკრაინული შენაერთები ლუგანსკის ოლქში გეგმავენ ოპერაციებს. ამ მიმართულებაზე ორი რაიონული ცენტრის კრემენნაიასა და სვატოვოსათვის მიმდინარეობს ბრძოლები.

რაც შეეხება სამხრეთის მიმართულებას, უკრაინული ძალები უახლოვდებიან ქალაქ ხერსონსა და მდინარე დნეპრს, რომლისგანაც ერთ მონაკვეთზე მდინარიდან 25 კილომეტრში იმყოფებიან. ხერსონის ოლქში რუსებს შექმნილი აქვთ თავდაცვის სამი ხაზი. ჩვენებმა პირველი გაარღვიეს აგვისტოს ბოლოს, მას შემდეგ თვენახევარი ბრძოლები მიმდინარეობდა თავდაცვის მეორე ხაზზე. ახლა პრაქტიკულად სრულდება მეორე ხაზისთვის ბრძოლა და ამის შემდეგ ხერსონის ირგვლივ დარჩება ბრძოლის ბოლო ხაზი.

- რამდენიმე დღის წინ რუსებმა თავად თქვეს რომ ხერსონიდან გაიყვანენ ხალხს, ადმინისტრაციასაც დაწყებული აქვს ევაკუაცია.

რა უნდა ვიფიქროთ - რუსები ქალაქის ჩაბარებისთვის ემზადებიან თუ რა ხდება?

- როგორც ჩანს, ასეა. საქმე იმაშია, რომ ვინც ახლა ხერსონის ოლქში რუსებისგან იმყოფება, მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ადმინისტრაცია და ოფიცრობა, მათ იციან, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პოზიციების შენარჩუნების არანაირი შანსი არ აქვთ. მათი პოზიციების დაბომბვა შეუძლია უკრაინულ არტილერიას, რაც ყოველ დღე კეთდება კიდეც. ამის გამო მათ ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ როგორც მეომრების, ისე ტექნიკის.

ვინც ახლა ხერსონის ოლქში რუსებისგან იმყოფება, მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ადმინისტრაცია და ოფიცრობა, მათ იციან, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პოზიციების შენარჩუნების არანაირი შანსი არ აქვთ

გარდა ამისა, მათ პრობლემა აქვთ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ლოჯისტიკის განხორციელების. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ოთხივე ხიდი უკრაინული ცეცხლის ქვეშ იმყოფება. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მარჯვენა ნაპირზე რუსული ძალების მომარაგებას ღამით ბორნებით ცდილობენ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაზიანებულია ყირიმის ხიდი, დაზიანების გამო ამ ხიდითაც გართულებულია რუსებისთვისაც სამხრეთ მიმართულების მომარაგება. უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მყოფმა სამხედრო ხელმძღვანელობამ თავის უფროსებს არა ერთხელ მიმართეს თხოვნით დაეტოვებინათ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პოზიციები, მაგრამ მათ ამის უფლება არ მისცეს.

მოსკოვშიც ესმით, ამ დაჯგუფების იქ ყოფნას აზრი არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან მიიჩნევა, რომ ხერსონი კრემლისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია.

- ბელორუსის მხრიდან ხდება უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსული და ბელორუსული ძალების თავმოყრა.

რამდენად დიდი იმის ალბათობა, რომ უკრაინაზე შეტევა ბელორუსის მხრიდან განხორციელდეს? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუ ასე მოხდა, ომში პოლონეთისა და ნატოს ძალები ჩაერთვებიან?

- უკრაინის ომთან დაკავშირებით ნატოს განსაზღვრული აქვს პოზიცია, ისინი უკრაინას ეხმარებიან იარაღით და ეკონომიკურად, მაგრამ, მანამდე, ვიდრე რუსეთი რომელიმე ნატოს ქვეყნის ტერიტორიას არ დაარტყამს, ნატო ომში არ ჩაერთვება.

რაც შეეხება ბელორუსს. ფაქტია რომ რუსები ბელორუსის ტერიტორიაზე ძალების კონცენტრაციით ცდილობენ მანევრირებას იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს იძულებული ბელორუსის საზღვარზე მოუწიოს თავის ძალების გადასროლა.

ჩემი აზრით, უახლოეს თვეებში ბელორუსიდან უკრაინაზე შეტევის დაწყების ალბათობა ნულის ტოლია. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ შეტევაზე გადასასვლელად ამდენი ძალები არ ჰყავთ. მთელი ბელორუსული არმია, რომელიც ახლა უკრაინის საზღვართან მანევრირებს, დაახლოებით 10 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებისგან შედგება. რუსები მხოლოდ ერთ ქალაქ სევეროდონეცკს ასეთი 2 ბატალიონით იღებდა და ამ ქალაქისთვის ბრძოლა თვენახევარი გრძელდებოდა.

უახლოეს თვეებში ბელორუსიდან უკრაინაზე შეტევის დაწყების ალბათობა ნულის ტოლია

უკრაინა-ბელორუსის საზღვარი 1000 კილომეტრამდეა, ამ მონაკვეთზე 10 ტაქტიკური ბატალიონის იმედად შეტევაზე გადასვლა წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა. ბელორუსის საზღვარზე ახლა შეჰყავთ 9 ათასიანი რუსული კონტინგენტი. მათი რაოდენობაც არ იქნებოდა საკმარისი ბელორუსის მხრიდან შეტევის დასაწყებად.

ახლა რაც ხდება ბელორუსის მხრიდან უფრო ჰგავს ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სარაკეტო დანაყოფების დაცვისთვის ზომების მიღებას. სწორედ ეს ძალები ახორციელებენ უკრაინაში დაბომბვებს. გარდა ამისა, ამ ძალების ბელორუსში შეყვანა მიზნად ისახავს ლუკაშენკოზე ზეწოლას.

სხვათა შორის, ახლა სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან იყენებენ რუსები ირანულ დრონებს უკრაინის დასაბომბად. ვხედავთ, რომ სწორედ იქიდან ხდება ირანული დრონების მასიურად გამოყენება. ბელორუსშია ასევე განლაგებული ისკანდერის სისტემის 24 დანადგარი.

ახლა სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან იყენებენ რუსები ირანულ დრონებს უკრაინის დასაბომბად. ვხედავთ, რომ სწორედ იქედან ხდება ირანული დრონების მასიურად გამოყენება. ბელორუსშია ასევე განლაგებული ისკანდერის სისტემის 24 დანადგარები

ახლა ჩვენთვის ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ ახლა ბელორუსმა დაიწყო რუსეთისთვის თავისი სამხედრო იარაღის, არტილერიისა და სხვა ტექნიკის მიწოდება. ტექნიკის არქონის პრობლემა რუსებს აშკარად აქვთ.

როგორც ჩანს, სულაც არაა გადაჭარბებული მტკიცება, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში რუსებმა თავისი ტექნიკის საკმაოდ დიდი რაოდენობა დაკარგეს და ახლა მათთვის ბელორუსული სამხედრო საწყობები გახსნილია.

- იყო დრო, როცა ირანს საკმაოდ კარგი დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა უკრაინასთან. ახლა ვხედავთ, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს და ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- წლების წინ მართლაც ასე იყო. ვფიქრობ, ირანს უკრაინის საკითხში რაიმე პოზიცია არ აქვს. ირანი ომის შემდეგ არსებულ სურათს ხედავს ისე, როგორც კრემლი აწვდის ინფორმაციას.

კრემლი ომს უკრაინაში კოლექტიურ დასავლეთთან რუსეთის დაპირისპირებად მიიჩნევს. ანუ, კოლექტიური ავტოკრატიების კოლექტიურ დემოკრატიებთან ომს. კოლექტიურ ავტოკრატიებში შედიან პუტინი, ლუკაშენკო, ირანი. გლობალურად ჩინეთიც, მაგრამ უკრაინის საკითხში ჩინეთმა ბრძნული პოზიცია დაიკავა.

კრემლი ომს უკრაინაში კოლექტიურ დასავლეთთან რუსეთის დაპირისპირებად მიიჩნევს. ანუ, კოლექტიური ავტოკრატიების კოლექტიურ დემოკრატიებთან ომს. კოლექტიურ ავტოკრატიებში შედიან პუტინი, ლუკაშენკო, ირანი. გლობალურად ჩინეთიც, მაგრამ უკრაინის საკითხში ჩინეთმა ბრძნული პოზიცია დაიკავა

ჩინეთი იარაღით არ ეხმარება რუსეთს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩინეთი ეკონომიკურად ძალიან დამოკიდებულია დასავლეთსა და აშშ-ზე. ირანი კი, მოგეხსენებათ, ისედაც სანქციების ქვეშაა და რუსებისთვის დრონების მიწოდებით არაფერს კარგავს.

- რუსულ დაბომბვებს, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ეწირება. გარდა ამისა, რუსული დაბომბვების შედეგად ზიანდება უკრაინის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები.

რა გავლენა აქვს რუსულ მასირებულ დაბომბვებს საზოგადოებრივ განწყობებზე?

- დიახ, დაბომბვები მართლაც საკმაოდ ძლიერია. სხვათა შორის, ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ გამოცხადდა მორიგი განგაში. უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე ეს ან მეხუთე, ან მეექვსე განგაშია. ბოლო რამდენიმე საათში დაბომბვების შედეგად ისევ დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დრონები ახლა ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ ობიექტებს ანადგურებენ.

ამის გამო ხშირად ირთვება სინათლე. სინათლის ჩართვა-გამორთვა სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას უკავშირდება. რუსები გვიფეთქებენ, ჩვენ ვარემონტებთ. ამასობაში კიდევ ზიანდება სხვა ობიექტები, ჩვენები ისევ არემონტებენ.

როგორც ჩანს, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ასეთ რეჟიმში ცხოვრებას, რადგან მთელი შემოდგომა და შესაძლოა ზამთარი ასეთი გვექნება. როგორც ჩანს, გვექნება ბინების გათბობის პრობლემები. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ დრონების სამიზნე გაზის საცავებია. მიუხედავად საშინელი დაბომბვებისა, საზოგადოება სიმტკიცეს ინარჩუნებს. ომის დაწყების პირველ დღეებში რომ ისეთი დაბომბვები ყოფილიყო, როგორც ახლა, შესაძლოა, ამას საზოგადოებაში გამოეწვია პანიკა.

ამ 8 თვეში ჩვენი საზოგადოება ისეა გაბრაზებული რუსეთზე, რომ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აღარ იყო მათთვის მოულოდნელი. ხალხს კარგად ესმის რომ დაბომბვები უკავშირდება იმას, რომ რუსულ ჯარს ფრონტებზე წარუმატებლობა აქვს. მსოფლიოში მეორე არმია უკრაინაში მარცხდება, და კრემლი ახლა აგონიაშია და აკეთებს იმას, რაც შეუძლია - ბომბავს ქალაქებს და აზიანებს ინფრასტრუქტურას.

ყველასათვის ცხადია, რომ მასირებული დაბომბვებით მოსკოვს სურდა იმის მიღწევა რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდებოდა და ხელისუფლებისგან მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვდა. მოხდა პირიქით - ახლა აღარავის უნდა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება. ახლა ყველას უნდა რომ რუსეთი უკრაინაში სრულად დამარცხდეს.

ყველასათვის ცხადია, რომ მასირებული დაბომბვებით მოსკოვს სურდა იმის მიღწევა რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდებოდა და ხელისუფლებისგან მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვდა. მოხდა პირიქით - ახლა აღარავის უნდა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება. ახლა ყველას უნდა რომ რუსეთი უკრაინაში სრულად დამარცხდეს

ასეთ შემთხვევაში აზრი ექნება კრემლთან მოლაპარაკებებს, რადგან რუსეთის მხრიდან მომლაპარაკებლები არ იქნებიან ისინი, ვინც ომი გააჩაღა უმოწყალოდ ანადგურებს უკრაინას.

- დროდა დრო ინტერნეტსივრცეში გვხდება უკრაინელების უკმაყოფილება იმის გამო, რომ თავის დროზე მოეთოკა დასავლეთს რუსეთის იმპერიული ამბიციები, უკრაინა ასე არ დაზარალდებოდა.

ბევრი ასევე გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ დასავლეთი მცირე დოზებით აწვდის იარაღს უკრაინას. ეს ახანძლივებს ომს და უკრაინის ბევრი მოქალაქე იღუპება. ასეთი განწყობები რამდენად საფუძვლიანია?

- დასავლეთის მიმართ პრეტენზიები გვაქვს ნამდვილად. ჩვენ კარგად გვესმის, კოლექტიურ დასავლეთს მკაცრი ზომები მიეღო რუსეთის წინააღმდეგ, როცა რუსეთი 2008 საქართველოში შეიჭრა, არ იქნებოდა 2014 წელი. დასავლეთს ადეკვატურად რომ ეპასუხა რუსეთისთვის 2014 წელს ყირიმის ანექსიისთვის, 2022 წელს საქმე არ მივიდოდა უკრაინის ომამდე.

დიახ, უკრაინას დასავლეთი ნაწილ-ნაწილ აძლევდა იარაღს. ომის დასაწყისში საერთოდ გვაძლევდნენ ისეთ იარაღს, რომელიც უფრო პარტიზანებს სჭირდებათ. როგორც ჩანს, დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენდა, უკრაინელებმა პარტიზანული ომი იციან და იბრძოლებენ. ამიტომ იყო რომ თავიდან მხოლოდ სტინგერებსა და ჯაველინებს გვაწვდიდნენ.

ახლა ვითარება შეცვლილია. ახლა უკრაინა იღებს სულ მეტ და მეტ თანამედროვე და საუკეთესო იარაღს. თავად დასავლეთშია გაჩაღებული დისკუსია პირობით „ქორებსა“ და „მშვიდობის მტრედებს“ შორის. ამერიკელ სამხედროებს უნდათ რომ ჩვენ მათ მოგვაწოდონ ყველაფერი, რაც გვჭირდება გამარჯვებისათვის და რუსეთის დასამარცხებლად.

ახლა უკრაინა იღებს სულ მეტ და მეტ თანამედროვე და საუკეთესო იარაღს. თავად დასავლეთშია გაჩაღებული დისკუსია პირობით „ქორებსა“ და „მშვიდობის მტრედებს“ შორის. ამერიკელ სამხედროებს უნდათ რომ ჩვენ მათ მოგვაწოდონ ყველაფერი, რაც გვჭირდება გამარჯვებისათვის და რუსეთის დასამარცხებლად

ასეთ ფონზე ასევე აქტიურობენ „მშვიდობის მტრედები“, რომ არ შეიძლება ვირთხის კუთხეში მიმწყვდევა და ვითარების იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ პუტინმა ბირთვულ ბომბები გამოიყენოს.

მათი პოზიცია ასეთია - უკრაინას მიაწოდონ იმდენი იარაღი, რომ მან თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ რუსეთი არ დაამარცხოს. ეს ორი ფრთა ახლაც აგრძელებს ამ დისკუსიას. მაგრამ, რაც უფრო ხშირად ახორციელებს მასირებულ დაბომბვებს რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე, ე.წ. „ქორების“ პოზიციები ძლიერდება.

რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენებამ ე.წ. „ქორების“ პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა. ახლა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს უკრაინასთან ომში. მათთან კომპრომისებზე წასვლა შეუძლებელია.

რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენებამ ე.წ. „ქორების“ პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა. ახლა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს უკრაინასთან ომში. მათთან კომპრომისებზე წასვლა შეუძლებელია

რამშტაინ-6-ის შეხვედრაზე უკრაინისთვის თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადმოცემის საკითხი გადაწყდა. უკვე აღარავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ამ სისტემების პირველი ბატარეა უკვე უკრაინაშია, დანარჩენი გერმანული და ამერიკული უახლესი სისტემებიც ადგილზე მალე იქნება.

დიახ, დასავლეთი კარგა ხანს მერყეოდა, მაგრამ, ახლა იმის თქმა მინდა, რომ ახლა ვითარება შეცვლილია. ყველა მიხვდა, რომ უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს უკრაინის სასარგებლოდ გამოდის. ასეა?

- დიახ ასეა. მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტებს შორის, სადაც არჩევანის გაკეთება შეიძლება, პუტინი ირჩევს ვარიანტს რომელიც რუსეთისთვის უარესია. ჩვენც გვრჩება შთაბეჭდილება, პუტინი უკრაინაში სტრატეგიულ და ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს და რუსეთს კატასტროფისკენ მიაქანებს.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა