ლიეტუვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარნეულის მერს სამადლობელ წერილს უგზავნის

ლიეტუვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საულიუს ვალაინისმა მარნეულის მერს, კენან ომაროვს მადლობის წერილი გაუგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას და წერილს მარნეულის მერია ავრცელებს.
„ბატონო მერო, პირადად მე და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლები მადლობას მოგახსენებთ თქვენ და მარნეულის მერიის თანამშრომლებს, რომ უმასპინძლეთ ვილკავიშკის მუნიციპალიტეტის მერს თქვენს ქალაქში, გამოიჩინეთ სამაგალითო სტუმართმოყვარეობა და არ დაიშურეთ ძალისხმევა მარნეულისა და ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მყარი საფუძვლის შესაქმნელად.
შემიძლია დავადასტურო ის ფაქტი, რომ ვილკავიშკისის მერს დარჩა შესანიშნავი შთაბეჭდილება თქვენს ქალაქზე და ასევე შეიძინა მოტივაცია განავითაროს პარტნიორობა ორივე მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს და გააღრმავებს მეგობრობას ჩვენს ერებს შორის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა მომავალში ბევრ წარმატებულ პარტნიორულ პროექტს გაუხსნის გზას“, - წერს ლიეტუვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარნეულის მერს.
























