„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ივანიშვილის “ნამესტნიკური” რეჟიმის სატკივარს დიდი ხანი აჭარის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციამ გაავრცელა.

ოპოზიციური პარტიის რეგიონული ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ადამიანის მორალური დაცემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი. რუსული ინტერესების მსახური კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ერქვას ხელისუფლება, პიროვნების განადგურებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება!

ზნეობისა და ფასეულობებისაგან დაცლილი ადამიანების მეშვეობით ქმნიან იმ ნიადაგს, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას უსპობს პერსპექტივას და ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ!

ივანიშვილის "ნამესტნიკური" რეჟიმის სატკივარს დიდი ხანი აჭარის ენმ წარმოადგენს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ფლაგმანი ორგანიზაცია! ამიტომ ორკესტრირებულად, დეზინფორმაციის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პარტიაზე იერიშის მიტანას!

თუმცა გვსურს მივმართოთ თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი ერთგულება იდეებისა და პრინციპების მიმართ ურყევია ისე, როგორც არასდროს! ეს არის ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენისათვის და გპირდებით, რომ ეს ბრძოლა პატრიოტული ძალებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი უპირობო გამარჯვებით დასრულდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება. მისი თქმით, შანტაჟის გამო, სამართალდამცავებს უკვე მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო