დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა და მას დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზიათხან სარდაროვი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენა, საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა, 2020 წელს კი მას პედაგოგის უმაღლესი წოდება - მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღება პირადად მივულოცე. თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს, ლალი მასწავლებლის სახით, ასეთი პროფესიონალი, ქვეყანაზე, მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგი ჰყავს. ქალბატონ ლალის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში უკვე დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მისი სწავლების თანამედროვე, ეფექტური მეთოდი ყველასგან გამოირჩევა და გასაკვირი არაა, რომ ის ასეთი წარმატებული პედაგოგია. ლალი მასწავლებელს მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ და მთელი გულით მადლობას ვუხდი იმ დიდი შრომისთვის, რასაც ის მუნიციპალიტეტის განათლების სისტემის განვითარებისთვის, თითოეული მოსწავლისთვის აკეთებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა