ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო, რომელიც ანტალიაში მურატფაშას მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმზე 27 ქვეყნის 52 უძველესი ქალაქის დელეგატი იყო მიწვეული.

მათივე ცნობით, ფორუმის მიზანი იყო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ერთმანეთისთვის გაეცნო ქალაქების ტურისტული პოტენციალი, კულტურა, ისტორია და მემკვიდრეობა.

,,ვიზიტმა მომცა შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიის წინაშე წარმედგინა ჩვენი ქალაქი, თავისი ისტორიით და სამომავლო გეგმებით, რაც ახალ შესაძლებლობებს იძლევა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ამაღლების კუთხით”, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

მურატფაშას მუნიციპალიტეტმა ძველი ქალაქების საერთაშორისო ფესტივალს წელს მეშვიდედ უმასპინძლა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს