ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩაზე დეკორატიული მოაჯირის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 227 000 ლარით დაფინანსდა.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია ქალაქის იერსახის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.