ილია დარჩიაშვილი - საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც საქართველოს საკონსულო დაწესებულებების არეალის გაფართოების, ასევე საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით.

დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს 64 ქვეყანაში უკვე 85 საპატიო კონსული ჰყავს. ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა, ისევე როგორც საპატიო კონსულის ინსტიტუტი, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების უფრო ეფექტიან დაცვას ემსახურება.

მინისტრმა საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პრიორიტეტულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მასშტაბური განახლება განხორციელდა, ასევე ვებ-გვერდის დეველოპინგის პროცესი მიმდინარეობს. თითოეული ინოვაციის მიზანი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის კომფორტული სერვისის შეთავაზება, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება და მომსახურებისა და ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, დარჩიაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარია პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც.

მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კამბოჯასთან ძალაში შევიდა. სენტ ლუსიასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა. ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, შემდეგ ქვეყნებთან მიმდინარეობს: ფილიპინების რესპუბლიკა, ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო, ირლანდია, ჰონდურასი და პერუ.

როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის არეალის გაფართოება ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებასა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან წვდომის ხელშეწყობას ემსახურება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო