სალომე სამადაშვილი - მომავალში დასავლეთის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური დეკრეტი და ვხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ასევე მომავალში გადაიდგმება დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სანქცირებას უნდა დაექვემდებარონ ივანიშვილის გარემოცვის წევრები.

მისი თქმით, ეს ადასტურებს იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რომ საქართველოს დღეს მართავს რუსი ოლიგარქის რეჟიმი.

„ახლა უკვე, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური დეკრეტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები, მისი უახლოესი გარემოცვა მოიაზრება იმ პირებში, ვისი სანქცირებაც უნდა მოხდეს დასავლეთის მიერ, ვხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, როგორც პრეზიდენტი ზელენსკის, ასევე მომავალში გადაიდგმება დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რომ საქართველოს დღეს მართავს რუსი ოლიგარქის რეჟიმი და მას არაფერი აქვს საერთო დასავლეთთან ომში თავისუფლებისთვის და ცივილიზებული სამყაროს მომავლისთვის და თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან. ზელენსკის განკარგულება ამის დასტურია, რადგან ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ჰქვია ამ ქვეყნის პრემიერ- მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ან პარლამენტის წევრი. ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, მისი ოჯახი და მათი დასანქცირების განკარგულებას მოეწერა დღეს ხელი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით