გიგა ბოკერია - ის, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არ არის, ეს არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი, მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება

ის, რომ სანქცირებულთა სიაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არ არის, ეს არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი. მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი პირების დასანქცირებას.

მისივე თქმით, ეს არის დიდი სირცხვილი, "რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ, როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ".

„უკრაინის ხელისუფლებისგან ეს მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება აშშ-ს, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნების მხრიდან.

საბოლოო ჯამში ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ. მე უბრალოდ ამ მოლოდინების შექმნის მიმართ კრიტიკული ვარ, რომ ეს ჩვენთან რეალობას შეცვლის. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჩვენთვის არის შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ რეალობის შეცვლაზე და არა იმედების დამყარება იმაზე, რომ ეს არის ფაქტორი ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ლუკაშენკო ძალიან დიდი ხანი სანქცირებული იყო, ამიტომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის მომენტი არ უნდა გაგვეპაროს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი