ილია დარჩიაშვილი - მინდა დაგარწმუნოთ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო მიზნამდე, რომელიც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, მივაღწიოთ

სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის ის სარგებელი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა ჩვენი მოსახლეობა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ მთლიანად საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო მიზნამდე, რომელიც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, მივაღწიოთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მანამდეც და ასევე 2014 წლიდან, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ცხოვრობს რეფორმების დღის წესრიგით, რომელიც გამიზნულია მოქალაქეებისთვის. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამ რეფორმებს, პირველ რიგში, ატარებს მოსახლეობისთვის და ნომერ პირველ პრიორიტეტად მიიჩნევს. ილია დარჩიაშვილის თქმით, ხელისუფლება ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე აქვს.

მისვე განმარტებით, ძალიან მაღალია შევსებული კითხვარის ხარისხი, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მისაღების მიზნით შეავსო.

„რაც შეეხება კითხვარის ჩაბარებას და უკვე განვითარებულ მოვლენებს. მინდა ცალსახად ვთქვა, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, რომ საქართველოსთვის მინიჭებული პერსპექტივა წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელმაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად დაგვაახლოვა ევროკავშირთან და ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ შეასრულოს ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მიღებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და რაც შეიძლება მალე მივიღოთ სტატუსი. თუმცა, რაც შეეხება საბოლოო სტატუსს, საქართველო არის იმავე სიბრტყეში, სადაც ევროკავშირის ასოცირებული ჩვენი ორი პარტნიორ ქვეყანაა, უკრაინა და მოლდოვა და სწორედ მათთან ერთად განიხილავს ევროკავშირი ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს რეკომენდაციებთან მიმართებაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო