ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე - უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში - ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა

უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში - ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე, თან ცოტა კომიკური ვითარებაც არის, თუ რამე ზეგავლენა უნდათ ამით, ვთქვათ, შეიძლება ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ჯერ რა კავშირშია, მაგრამ მაინც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება უსაფუძვლოა და არგუმენტებს მოკლებული.

"მთელი ამ ომის განმავლობაში და ომამდე პერიოდშიც უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად მოკლებული არგუმენტებს და ფაქტებს და ამის ბევრი ნათელი სურათი დავინახეთ, დაწყებული იმით, რომ საქართველო აიარაღებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, კონტრაბანდა და ა.შ. ამ ყველა ნაბიჯის შინაარსი არის ერთადერთი რამ - მათ უნდათ საქართველო ჩართული იყოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. ამით თვლიან, რომ მათი მძიმე მდგომარეობა ფრონტზე შემსუბუქდება, საქართველო ამ ვითარებაში ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯს არ დგამს. ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე. თან ცოტა კომიკური ვითარებაც არის, თუ რამე ზეგავლენა უნდათ ამით, ვთქვათ, შეიძლება ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ჯერ რა კავშირშია, მაგრამ მაინც და ახლა ივანიშვილის დეიდაშვილი და ბიძაშვილი და ა.შ... ანუ ამით იმის თქმა უნდა, რომ იმდენად უსაფუძვლო და უსუსურია მათი პოზიცია, პირდაპირ მიზანსაც ვერ ასახელებენ",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო