ილია დარჩიაშვილი - რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის" ფარგლებში, საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, იქნება ეს რეზოლუციების თანაავტორობა, თანასპონსორობა, თუ განცხადებებზე მიერთება ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში.

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 400-ს აჭარბებს. კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა/დაასპონსორა 55 რეზოლუცია, გადაწყვეტილება თუ დეკლარაცია. გააკეთა 184 ეროვნული განცხადება, მიუერთდა ევროკავშირის 139 განცხადებას, 42 სხვა ერთობლივ განცხადებასა და სხვა სახის 34 ინიციატივას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ომის დაწყების დღიდან, საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში ჩამოსულ 28000-ზე მეტ უკრაინელს, სხვადასხვა სოციალური პროგრამისა და სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორების ამოქმედების გზით. ასევე, მოხდა უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი თანმხლები პირების, სულ 52 ადამიანი - საქართველოში მოკლევადიანი პერიოდით (20 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით) ჩამოყვანა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა