არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას" - რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში, ეგეც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლურიც და ანტიუკრაინული იყო

რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში, ეგეც ანტისახელმწიფოებრივი იყო და თუ გინდათ ანტიდასავლურიც და ანატიუკრაინულიც იმიტომ, რომ ისეთი საკითხი შემოიტანეთ რეზოლუციაში, რომელმაც ისეთ თემაზეც კი, რაც უკრაინის მხარდაჭერაა, ადამიანებს კითხვის ნიშნები გაუჩინა, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, სააკაშვილი პუტინის მთავარი მოკავშირე იყო და რეზოლუციაშიც არ უნდა მოხვედრილიყო იმიტომ, რომ საქმეები, რაც „ნაციონალურ მოძრაობამ" გააკეთა მისი მეთაურობით, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობდა საქართველოში და იყო ანტიევროპული.

„როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა ეს ანტიევროპულია, ადამიანებს როცა აწამებენ - ანტიევროპულია, ქონებას როცა ართმევენ ღამღამობით პროკურატურაში - ანტიევროპულია და მაშინ მითხარით ვის აწყობდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოში მომხდარიყო? ევროპას თუ ამერიკას? ერთადერთი აწყობდა რუსეთს და მათ შორის, სოფლების და ტერიტორიების დაკარგვის ჩათვლით, ეს გაკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის ლიდერის, სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამ კუთხით დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებს.

„საქართველოს დელეგაცია უკრაინაში რომ ჩავიდა - ბუჩასა და ირპინში, როდესაც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად ვიყავით, „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ იყო იმ დელეგაციაში. ხომ არ გგონიათ, რომ ჩვენ დავუშალეთ დელეგაციაში მონაწილეობა? ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო და თქვენ თქვით უარი იქ წამოსვლაზე და ამის შემდეგ კიდევ აქ გამოდიხართ და დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებთ, რომ თითქოს ჩვენ რამე შეგვეძლო გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად და იმ შეხვედრაზე რომ დასწრებოდით, იქაც ნახავდით უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას.

ჩვენ პარტნიორებს აქვთ ერთადერთი ჯანსაღი პოზიცია - საქართველოს სახით უსაფრთხო, მშვიდობიანი, განვითარებული და ძლიერი მეგობარი სჭირდება დასავლეთსაც და უკრაინასაც, რომ ჩვენ შევძლოთ ამ რთული ომის პირობებში ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება და შევძლოთ უმძიმესი წონის მქონე რეზოლუციების მხარდაჭერა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს