თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ფაქტობრივად, გრუნტოვანი იყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გზა, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

„ პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 4.1 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე