ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე სანქციების სახით, იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას

ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე სანქციების სახით, იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იმ ფაქტს, რომ უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.

დეკანოიძის განმარტებით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ სანქციების სიაში საქართველოს მოქალაქეების, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წარმომადგენლების, მოხვედრა ნიშნავს დადასტურებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და უშუალოდ მას აქვს "ძალიან მჭიდრო და მნიშვნელოვანი კავშირები ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან რუსეთში".

„მას შემდეგ, რაც განკარგულება ძალაში შევა, უკრაინის სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მიმართავს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც არის ჩამონათვალი, კიდევ უფრო გაფართოვდეს სანქციები. მოგეხსენებათ, რომ ცივილიზებულ სამყაროში ამოქმედებულია ძალიან მნიშვნელოვანი მაკფოლი- ერმაკის სანქციების ჯგუფი, რომელიც რეალურად მუშაობს რუსეთთან კავშირების დადგენაზე, ასევე ინფორმაციის გაცვლაზე და შემდეგ უკვე ეს ჯგუფი, მის ქვეჯგუფებთან ერთად, გადასცემს ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც აამოქმედებს შემდეგ უკვე ამ სანქციების გაფართოებულ მექანიზმებს. მე მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი შეშფოთება და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად, საქართველოს მოქალაქეები, არაფორმალური მმართველის უშუალო წარმომადგენლები, ბიზნესინტერესების დამცველები, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, მოხვდნენ კაბაევასთან, აბრამოვიჩთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს. ეს არის არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ ეს არის რეგიონის უსაფრთხოებისთვის პრობლემა და პირველ რიგში, ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი გამოწვევა იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

ასევე, მე მინდა ძალიან დიდი გულისტკივილით გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს სახელმწიფო არ არის მათი სამშობლო. „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს სახელმწიფო არის ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი, ივანიშვილის ძმა და მათი ფინანსური კაპიტალის დაცვა. ეს არის ყველაზე ძირგამომთხრელი საქმიანობა და ძირგამომთხრელი პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მიჰყვება „ქართული ოცნება“, როდესაც ისინი აიგივებენ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს სახელმწიფოსთან.

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა იდეოლოგიური საყრდენის გარეშე, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთ ტერორისტულ სახელმწიფოდ, ეს დაადასტურა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე
კავკასიის უნივერსიტეტში NATO 75 საზეიმო სხდომა გაიმართა და ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი გაიხსნა
TNET-ისა და Visa-ს ერთობლივი გრანდიოზული გათამაშება იწყება
გონიო, ბათუმი: საინვესტიციო შესაძლებლობები და ურბანული განვითარება
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნება