ლევან ხაბეიშვილი 4 დეპუტატს მოუწოდებს, „ამხილონ ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში, დატოვონ უმრავლესობა და უზრუნველყონ „ქართული ოცნების" უმრავლესობის დაშლა პარლამენტში“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობის წევრებს - ვასილ ჩიგოგიძეს, ალექსანდრე დალაქიშვილს, ანტონ ობოლაშვილს და ისკო დასენს მოუწოდებს, „ამხილონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში, დატოვონ უმრავლესობა და უზრუნველყონ „ქართული ოცნების" უმრავლესობის დაშლა პარლამენტში“.

როგორც ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი აღნიშნული დეპუტატების რუსულ კავშირებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებენ.

„მინდა მოვუწოდო "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრებს, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან პარლამენტში. დავასახელებ 4 მათგანს თუმცა ეს არ არის ვიწრო წრე, რომელთა რუსულ კავშირებზეც ჩვენ ვმუშაობთ. საუბარია ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშვილზე და ისკო დასენზე. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენს რუსულ კავშირებთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში, დატოვოთ უმრავლესობა და უზრუნველყოთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის დაშლა პარლამენტში, რაც საქართველოში გამოიწვევს ახალ არჩევნებს და შემდგომ ხელისუფლების ცვლილებას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან ასევე, მოუწოდა ბიზნესმენებს - ვანო ჩხარტიშვილს, ირაკლი რუხაძეს, დავით ხიდაშელს და ოთარ ფარცხალაძეს, რომ გააკეთონ არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის.

„ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ სიას, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე შედგენილი აქვს და ამ სიაში არიან: ვანო ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი და ფარცხალაძე. ბატონ რუხაძესაც, მის ტელეკომპანია "იმედთან" ერთად აქვს კიდევ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. ასევე, მოვუწოდებ ჩხარტიშვილს, ფარცხალაძეს და ხიდაშელს - ერთადერთი ხსნა და ერთადერთი გზა არის მხილება ივანიშვილის და სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის ყველაზე ძვირფასს, ფულს, რომელზეც გიჟდებით, დაემუქრება სერიოზული საფრთხე ისევე, როგორც უჩა მამაცაშვილი თავის მილიარდებს დაემშვიდობება მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოსცა კონკრეტული სანქციები და ამას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ამას აუცილებლად გაიზიარებს ოფიციალური ბრიუსელი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი