ტიტე აროშიძე აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებსა და პოლონელი მოსწავლეებს შეხვდა

ტიტე აროშიძე აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებსა და პოლონელი მოსწავლეებს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი ახალგაზარდებს ესაუბრა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე, მის ფუნქციებზე და მნიშვნელობაზე.

„გააცნო უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა, ახლად ამოქმედებული პორტალი „chaerte.sca.ge.“ უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს. ვიზიტორებმა ინტერესი გამოიჩინეს პეტიციის შედგენის, მიწოდების და შემდგომი ამოქმედების წესთან დაკავშირებით, რაზეც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

ახალგაზრდებმა, რომელთა შორისაც, გაცვლითი პროგრამით, აჭარაში მყოფი პოლონელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქალაქ ვროცლავიდან, დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა, ახლად ამოქმედებული მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და გაეცნენ მის საქმიანობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.