ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ხუთი სექციის მიმართულებით ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მოხსენებებს წარმოადგენენ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე, ციფრულ ეკონომიკაზე, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს, ასევე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე.

„კონფერენციაში 15 ქართული და 7 უცხოური უნივერსიტეტის 125 წარმომადგენელი მონაწილეობს.

საიუბილეო ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს წარმატებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა. კონფერენციის მონაწილეებმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს 25 წლის იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025