ელენე ხოშტარიას განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით თავმოყრილია დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება როგორც ირანული თვითმფრინავების გადაფრენა, ასევე ინფორმაცია გემებზე, რომლებიც შემოდიოდა

„დროას“ თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით თავმოყრილი აქვთ დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება როგორც ირანული თვითმფრინავების გადაფრენა, ასევე ინფორმაცია გემებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიოდა.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ინფორმაცია ეყრდნობა სხვადასხვა გამოძიებას, რომელიც შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების მიერაა გადამოწმებული.

„ეს არის პროცესი, რომელშიც ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან უკრაინაში და მის მიღმა. ამ პროცესში გვინდა, რომ ინფორმაცია, რასაც ეყრდნობა არგუმენტები სანქცირებასთან დაკავშირებით, იყოს გამჭვირვალე. თავმოყრილი გვაქვს ირანული თვითმფრინავების გადაფრენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე დოკუმენტები გემებზე, რომლებიც შემოდიოდა და მათზე საჯარო პასუხი გაურკვეველი იყო ან დამაკმაყოფილებელი არ იყო. ასევე, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უშუალო კონტაქტები რუსულ ბიზნესებთან. ჩვენ თავმოყრილი გვაქვს უმეტესწილად გამოძიებები, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო ჟურნალისტის. ყველაფერი ეს გადამოწმებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მაგალითად, უჩა მამაცაშვილს რაც შეეხება - გარდა წარსულში არსებული კონტაქტებისა, მას უშუალოდ ომის პერიოდშიც ჰქონდა საერთო ბიზნესი სანქცირებულ პორტაჩენკოსთან, შვილის მეშვეობით. ის ასევე რეგულარულად დადის მოსკოვში“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა