ირაკლი ზარქუა - ჩვენ გვინდა სამართლიანი გარემო, სადაც კანონი უზენაესია და არა კონკრეტული ფასიანი ლობისტების მიერ დაპროგრამებული, დაფინანსებული, თუ მიღებული გადაწყვეტილება

ჩვენ გვინდა სამართლიანი გარემო, სადაც კანონი უზენაესია და არა კონკრეტული ფასიანი ლობისტების მიერ დაპროგრამებული, დაფინანსებული, თუ მიღებული გადაწყვეტილება - ეს არ არის ევროსაბჭო, ეს არ არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის წერილს.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ემსახურება მიზანს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს ეცნობოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ "სამარცხვინო რეზოლუციას, რომელიც იქნა მიღებული იმით, რომ მეოთხე პუნქტში შესწორება შევიდა, რომ სააკაშვილი პილიტპატიმარია".

"ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტმა დაუჭირა, რაც მიუთითებს იმას, რომ ჩვენ გვინდა სამართლიანი გარემო, სადაც კანონი არის უზენაესი და არა კონკრეტული ფასიანი ლობისტების მიერ დაპროგრამებული, დაფინანსებული, თუ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არ არის ევროსაბჭო, ეს არ არის ევროპული სტანდარტი, ევროპული ღირებულება. ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ ბრალდებაზე აქვს მისჯილი, მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით და უცებ რეზოლუციაში ხვდება ასეთი რამ, ეს არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, პუტინს ჰყავს პოლიტპატიმრები, მაგრამ სააკაშვილს არაფერი საქმე არ აქვს ამ თემასთან, ის სასჯელს იხდის კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის, ზოგი გრძელება", - განაცხადა ზარქუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა